თარგმანი: ესე ჩუეულებაჲ არს რჩეულისა მოძღურისაჲ, რაჲთა სახედ მათდა მიცემითა თავისა თჳსისაჲთა განსწავლიდეს მოწაფეთა მათ, რომლისათჳს ეტყჳს მოციქული, ვითარმედ: თქუენ სადმე არცაღა ნაკერპავისა ჭამასა ერიდებით დაბრკოლებისათჳს ძმათა უძლურთაჲსა, ხოლო მე არღა ვიტყჳ ნაზორევისა მიერ შეგინებულსა, არამედ არცაღა სხუასამცა შევეხე ლიტონსა ჴორცსა არა-დაბრკოლებისათჳს ძმისა; და ესემცა ვყავ არა ერთ დღე. არამედ საუკუნოდ.
1 კორინთელთა მიმართ 8:13
...ლდებოდნენ, ეს არ უგულებელყო და არც არაფრად ჩააგდო; არამედ, რადგან შეეძლო საცდურის მოხსნა, თვით საცდურში ჩავარდნილებზეც წინასწარ იზრუნა. და კვლავ სხვაგან ამბობს: „უკუეთუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ჴორცი უკუნისამდე, რაჲთა არა ძმაჲ ჩემი დავაბრკოლო“ (). თუმცა ეს ყოველივე თავისთავად განურჩეველი იყო; მაგრამ მაინც, ამბობს, თუ ამას საცდური მოაქვს, თუნდაც მე არ მავნოს, საცდურში ჩავარდნილთა ცხონებას არ უგულებელვყოფ. რადგან თუ დათმობით ცხონებაზე უფრო დიდი ზიანი წარმოიშობა, მაშინ საცდურში ჩავარდნილი უგულებელყავი; ხოლო თუ ასეთი ზიანი არ წარმოიშობა, აღარ. ეს იყოს ზოგადი განსაზღვრება და კანონი, რომელიც გვასწავლის, როდის უნდა უგულებელვყოთ საცდურში ჩავარდნილნი და როდის არა. აი, რას ვგულისხმობ: იუდეველები საცდურში ვარდებოდნენ, რადგან პავლე რჯულს არ იცავდა; ამის გამო მრავალი ათასი განდგებოდა და რწმენაში კოჭლობდა.
მაშ, რას აკეთებს? რადგან ამდენი ათასის ცხონება უფრო დიდი იყო, მან საცდურის განკურნება და კ...
...30). მაშ, საყვარელნო, ყველაფერი ისე ვაკეთოთ, რომ ჩვენი უფალი იდიდებოდეს, და არავის მივცეთ საცდურის საბაბი. ამას მუდამ გვასწავლის ქვეყნიერების მოძღვარი, ნეტარი პავლე; ერთგან ამბობს: „ამისთჳსცა, უკუეთუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ჴორცი უკუნისამდე, რაჲთა არა ძმაჲ ჩემი დავაბრკოლო" (), ხოლო სხვაგან: „ესრეთ რაჲ სცოდვიდეთ ძმათა მიმართ და ჰგუემდეთ გონებასა მათსა უძლურსა, ქრისტეს მიმართ სცოდავთ" (). მუქარა ძლიერია და მძიმე მსჯავრს გვქადის! ნუ იფიქრებ, ამბობს, თითქოს ზიანი მხოლოდ იმას ეხება, ვინც შენით შესცდა; არა, ის თავად ქრისტეზე გადადის, რომელიც იმ ადამიანისთვის ჯვარს ეცვა. თუკი შენმა უფალმა არ დაიშურა ჯვარცმა მისთვის, შენ განა არ გადაწყვეტ ყოველივეს გაკეთებას, ოღონდ კი არანაირი საცდურის საბაბი არ მისცე? და ყველგან, სადაც ეძებ, დაინახავ, რომ ამას აუწყებს თავის მოწაფეებს, რადგან ამაზეა ჩვენი ცხოვრების კეთილდღეობა დამოკიდებული. ამიტომ სხვა ეპისტოლეშიც ამბობს: „ნუ თავისა თჳსისასა ხოლო კაცად-კაცადი თქუენი ეძიებნ, არამედ მოყუსისაცა თჳთოეული თქუენი" (); და კიდევ სხვაგან: **„ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ.....