მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 7:23

22. რამეთუ, რომელი უფლისა მიერ იჩინოს მონაჲ, უფლისა მიერ განთავისუფლებულ არს; ეგრეთცა აზნაური, რომელი იჩინოს, მონაჲ არს ქრისტესი.23. სასყიდლით საყიდულ ხართ, ნუ იქმნებით მონა კაცთა.24. კაცად-კაცადი რომლითაცა იჩინა, ძმანო, მას ზედაცა ეგენ ღმრთისა მიერ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7
23. სასყიდლით საყიდულ ხართ, ნუ იქმნებით მონა კაცთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნდ რაჲთა ვიქადოდით ჯუარ-ცუმისათჳს ქრისტესისა და საცოდ ჩუენდა გუაქუნდეს ჯუარი წმიდაჲ მისი; და სახიერებისათჳს უფლისა:

...უფლე სული შენი მონებისაგან ცოდვათაჲსა და მერმე კადნიერებით გამოსახე შენ ზედა სასწაული ჯუარისაჲ, და დაგიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა.

ამას აზნაურებასა გუასწავებს ნეტარი პავლე. ამისთჳს, აჴსენა რაჲ ჯუარი და სისხლი იგი პატიოსანი, ესრეთ ღაღატ-ყო: „სასყიდლითა სყიდულ ხართ პატიოსნითა; ნუ იქმნებით მონა კაცთა“. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: გულისჴმა-ყავ, მორწმუნეო, სასყიდელი იგი შენთჳს მიცემული, რომელ არს ჯუარ-ცუმაჲ ქრისტესი და პატიოსანი სისხლი მისი, და ნუღარა თავს-იდებ მონებად საქმეთა კაცობრივთა, ნუცა მორ-ჩილებად სოფლისა მპყრობელსა მას ბნელისასა. რამეთუ არა თითითა ხოლო ჯერ-არს გამოსახვაჲ ჯუარისაჲ, არამედ პირველად გონებითა და სარწმუნოებითა და წამებითა საქმეთაჲთა, და ესრეთ თითითაცა. ესევი-თარითა თუ გამოსახვითა გამოჰსახო სასწაული ჯუარისაჲ პირსა შენსა, ვერვინ მოგეახლოს არაწმიდათა ეშმაკთაგანი, ჰხედვიდენ რაჲ მახჳლსა მას მკლველსა მათსა, ხედვიდენ რაჲ ლახუარსა მას, რომლითა განიგურიმნეს გულნი მათნი უკეთურნი, ხედვიდენ რაჲ ნიშსა მას, რომლითა ყოველი ძალი მათი დაჰჴსნა ქრისტემან, რომლითა მოაკუდინა ვეშაპი იგი გულარძნილი.

ნუმცა ვის უკუე სირცხჳლ-უჩნს დიდი ესე კეთილი, რაჲთა არა ქრისტემანცა არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა თჳსითა, და სასწაული ჯუარისა...

სრულად ნახვა