თარგმანი: ვინაჲთგან იყვნეს ვინმე კორინთელთა შორის, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: "კაცთმოყუარე არს ღმერთი; შეუნდობს ყოველთა ცოდვილთა და სასუფეველსა შეიყვანებს სიმრავლითა სიტკბოებათა თჳსთაჲთა", ამისთჳს მათდა მიმართ იტყჳს, ვითარმედ: ნუ სცთებით, რომელნი ამას იტყჳთ და ყოფად ესავთ, რამეთუ ნამდჳლვე ყოვლად საცთურეან არს მოლოდებაჲ კეთილისაჲ და მიმთხუევაჲ ბოროტისაჲ. ამისთჳსცა პირველად მსიძავთაჲთ იწყო, რაჲთა ამხილოს სიძვასა შთავრდომილსა მას, და შემდგომითი-შემდგომად წარმოთქუნა მიზეზნი, სასუფეველით განმაგდებელნი ჩუენნი.
ხოლო ეძიებენ ვიეთნიმე, თუ რაჲსათჳს მომთრვალენი მემრუშეთა და კერპთმსახურთა თანა აღრიცხუნა; პირველად ამისთჳს, რამეთუ მრავალგზის ქმნილ არს მთრვალობაჲ მიზეზ ორთავე ამათ — მრუშებისაცა და კერპთმსახურებისაცა; ვითარ-იგი ისრაიტელთა წინა-წარიძღუანეს მთრვალობაჲ და ეგრეთღა შეუდგინეს კერპთმსახურებაჲ. ხოლო მეორედ, რამეთუ არა უფროჲს უმცირესობასა ცოდვათასა, არამედ ზოგად ყოველთა მიზეზთა ოდენ წარმოიტყოდა, რომელნი დამაკლებენ ჩუენ შესლვასა სასუფეველისასა; რამეთუ ამათ ყოველთა მიერ, და კუალად, უდარესისაცა ამათისა რაჲსმე განვითხევით სასუფეველისაგან და...