თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ორისავე ამის თქუენ ხართ უფალ: რაჲთა ანუ უდებებითა კუერთხი მაჴუმევიოთ, რომელ არს ძალი მტანჯველობისაჲ (ვითარ-იგი ანანიას ზედა — პეტრე, ანუ ელჳმასს ზედა - თჳთ მე), ანუ მოსწრაფებითა და სიფრთხილითა სიყუარულად თქუენდა მიმიზიდოთ სულითა მშჳდობისაჲთა; რამეთუ არს სული სიფიცხისაცა და მტანჯველობისასჲ.
1 კორინთელთა მიმართ 4:21
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ თქუენსა ჴელმწიფებასა შინა არს, გინა თუ უდებებითა რისხვად აღმძრათ, ვითარცა პეტრე — ანანია და საპფირა, და ვითარცა ელჳმა — მე, გინა თუ სიყუარულად, მოსწრაფებითა თქუენითა.
...და ლუკაც კვლავ წერდა და ამბობდა: „ხოლო სხუათა მათ ვერვის ძალ-ედვა შეხებად მათდა, რამეთუ ადიდებდა მათ ერი იგი“ (). და კვლავ: „რაჲ გნებავს? კუერთხითა მოვიდე თქუენდა, ანუ სიყუარულითა და სულითა მშჳდობისაჲთა?“ ().
4. რჩეული სამკვიდრებელი და ქრისტეს ამაღლება
იხილე თვითხელმწიფება და ძალაუფლება? ყოველივე ამას ის სიტყვა აღასრულებდა, რომელიც მან მათი წარგზავნისას თქვა: „მე თქუენ თანა ვარ“ (). თავად ქრისტე მიდიოდა მათ წინ და დაბრკოლებებს აშორებდა; იგი ყოველივეს უადვილებდა და ძნელს იოლად აქცევდა. თუმცა ყოველივე ომებით იყო სავსე, ყოველივე — უფსკრულებითა და კლდეებით; არსად მოიძებნებოდა ადგილი, რომ ფეხი დაედგათ ან დამდგარიყვნენ. ყველა ნავსაყუდელი ჩახერგილი იყო, ყოველი სახლი დახშული, ყველას ყური დაგმანული; მაგრამ ისინი მაინც ერთად შედიოდნენ, სიტყვას წარმოთქვამდნენ და მტერთა ყველა სიმაგრეს ანგრევდნენ — ისე, რომ საკუთარ სულებსაც კი სწირავდნენ და ნა...
...(). და კვლავ: „ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისათა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი“ ().
და პავლეც ამბობს: „რაჲ გნებავს?“ (). „კუერთხითა მოვიდე თქუენდა, ანუ სიყუარულითა და სულითა მშჳდობისაჲთა?“ (). ხედავ, როგორ ეკუთვნის იგი სწავლებას? შეხედე, როგორ ეკუთვნის მეფობასაც. რადგან ესაია ამბობს: „და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესსა და ყუავილი ძირისაგან აღმოჴდეს“ (); დავითიც ამბობს: „საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა“ (). აქ კვერთხად ძალა უწოდა, რომლითაც მოწაფეები მსოფლიოს შემოურბენდნენ, ზნეებს ასწორებდნენ და ადამიანთა ბუნებას რაღაც უგუნური ბოროტებიდან გონიერ მდგომარეობამდე მიჰყავდათ....
...მ ანანია, არამედ სატანას გადასცი? არა იმისთვის, რომ დასჯილიყვნენ, არამედ იმისთვის, რომ განისწავლნენ. თუმცა პავლესაც აქვს ძალა, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „რაჲ გნებავს? კუერთხითა მოვიდე თქუენდა“ ()? და კვლავ: „რაჲთა არა ჩუენ გამოცდილად გამოვჩნდეთ; არამედ რაჲთა თქუენ კეთილი ჰქმნეთ“ (); და კვლავ: „ჴელმწიფებისა მისებრ, რომელ მომცა მე უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად“ (). მაშ, რატომ უხმობს სატანას სასჯელისთვის? რათა სიმძაფრესა და დასჯასთან ერთად შეურაცხყოფაც უფრო დიდი იყოს; უფრო სწორად კი, ურწმუნოებს თვითონ წვრთნიდნენ, ხოლო რწმენიდან გადახვეულებს სატანას გადასცემდნენ.
და რატომღა დასაჯა პეტრემ ანანია? რადგან ანანიაც ჯერ კიდევ ურწმუნო იყო და სულიწმინდას ცდიდა. ამიტომ, რათა ურწმუ...