მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 4:17

16. გლოცავ თქუენ: მობაძავ ჩემდა იყვენით.17. ამისთჳს მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ, რომელმან მოგაჴსენნეს თქუენ გზანი ჩემნი ქრისტეს მიერ, ვითარცა-იგი ყოველთა ადგილთა, ყოველთა ეკლესიათა ვასწავებ.18. რაჲთა არა მოსლვასა მას ჩემსა თქუენდა გან-ვიეთნიმე-ლაღნენ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 4
17. ამისთჳს მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ, რომელმან მოგაჴსენნეს თქუენ გზანი ჩემნი ქრისტეს მიერ, ვითარცა-იგი ყოველთა ადგილთა, ყოველთა ეკლესიათა ვასწავებ.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ (4,17).:

თარგმანი: რაჲსა "ამისთჳს"? გარნა თუ შვილად თჳსსა შერაცხილობისათჳს მიუვლინა მათ ტიმოთე, რომლისა პატივსა ჯეროვნად დასწერს, რაჲთა კრძალულებით შეიწყნარონ იგი, ვითარცა არა ლიტონად და კაცობრივ, არამედ უფლისა მიერ საყუარელი და სარწმუნოჲ; ესე იგი არს, არა სიტყჳთ, არამედ საქმით გამოცდილი.

თავი ა̂, * დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ (4,17).:

თარგმანი: "ამის" რომლისთჳს? — გარნა ამისთჳსო, რამეთუ მიყუართ ვითარცა შვილნი, მოვავლინე ტიმოთე, რომელი-იგი არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ. ხოლო ამით ტიმოთეს მიმართსაცა სიყუარულსა თჳსსა გამოაჩინებს და რაჲთა მათცა პატივ-სცენ მას, ვითარმედ არა თუ ცუდად საყუარელი, არამედ სარწმუნოჲცა უფლისა მიერო, ესე იგი არს, საღმრთოთა საქმეთა ზედა.

შესავალი 1 ტიმოთეს ეპისტოლისადმი
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ტიმოთეს სათნოება და მოძღვრად განწესება:

...ა წერს და ამბობს: „ხოლო გამოცდილებაჲ იგი მისი იცით, რამეთუ ვითარცა მამასა შვილმან, ეგრე ჰმონა ჩემ თანა სახარებასა მას“ (); და კორინთელებსაც კვლავ სწერს და ამბობს: „მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ“ (); და კვლავ: „ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ყოს იგი“ (); რამეთუ „საქმესა უფლისასა იქმს, ვითარცა-ესე მე“ (). ებრაელთა მიმართაც, როცა სწერდა, ამბობდა: „იცოდეთ, რომ ჩვენი ძმა ტიმოთე გათავისუფლებულია“ (); და ყოველმხრივ იპოვიდა კაცი პავლეს ტიმოთესადმი დიდ სიყვარულს. ახლა მომხდარი სასწაულებიც ტიმოთეს კადნიერებას ცხადყოფს.

ხოლო თუ ვინმე გამოიკვლევს, რატომ სწერს მხოლოდ ტიტესა და ტიმოთეს, თუმცა სილაც ღირსეულთა შორის იყო და ლუკაც ასევე, — თვითონვე წერს და ამბობს. „ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა“ (

სრულად ნახვა