...ამის შემოსად უკუდავებაჲ"** (). ხოლო სხეულთა აღდგინების შემდეგ უფალი აღგვითქვამს სასუფევლის ტკბობას, წმინდანებთან ერთობას, დაუსრულებელ მოსვენებას და იმ გამოუთქმელ სიკეთეებს, „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა" (). მაშ, ხედავ, რა დიდია აღთქმათა უპირატესობა? ხედავ ნიჭთა სიდიადეს?
6. შეგონება სათნოებისა და სულიერი სიწმინდისკენ
ამაზე ვიფიქროთ და ვიცოდეთ აღთქმულის უტყუარობა, გულმოდგინებით მოვამზადოთ თავი სათნოების ღვაწლისთვის, რათა შევძლოთ აღთქმული სიკეთეებით ტკბობა; ჩვენს ცხონებას და ასეთი დიდი სიკეთეებით ტკბობას ნუ შევაფერხებთ დროებითი სიკეთეებისთვის, არ ვიმსჯელოთ სათნოების შრომაზე, არამედ საზღაურზე ვიფიქროთ; არ შევხედოთ ფულის დახარჯვას, როცა ღარიბებისთვის მიცემა საჭიროა, არამედ აქედან მოსალოდნელი შედეგები წარმოვიდგინოთ. სწორედ ამიტომ საღვთო წერილმა მოწყალება თესლს შეადარა, რათა სიხარულით და დიდი მოშურნეობით გავცემდეთ. თუ ისინი, ვინც მიწაში ისვრიან და აბნევენ შეკრებილ და დამარხულ თესლს, ამას დიდი სიხარულით აკეთებენ, კეთილი იმედებით იკვებებიან და მარცვლით სავსე თავთავებს წარმოიდგენენ, მით უფრო მეტად შეშვენის სიხარული და აღფრთოვანება მ...