მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 2:10

9. არამედ ვითარცა წერილ-არს: რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა.10. ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა; რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს და სიღრმესაცა ღმრთისასა.11. რამეთუ ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაჲ, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მის თანა? ეგრეთცა ღმრთისაჲ არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან.
1 კორინთელთა მიმართ თავი 2
10. ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა; რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს და სიღრმესაცა ღმრთისასა.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან ჩუენ გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა (2,10).:

თარგმანი: რაჲთა არავინ ჰრქუას, ვითარმედ: "თქუენ ვითარ ისწავეთ?" — ამისთჳს წინა-აღუჴსნის, ვითარმედ: "ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა"; და ამით დაჰქენჯნის საწარმართოსა სიბრძნესა, ვითარმედ ვერ ღირს-იქმნა იგი მიწევნად ესევითართა საიდუმლოთა.

თავი ა̂, * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო გამოგჳცხადა ღმერთმან სულითა მით თჳსითა (2,10).:

თარგმანი: რაჲთა არავინ თქუას, თუ: ვინაჲთგან არავინ ცნა, თქუენ ვითარ სცანთ? — ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ღმერთმან სულისა მიერ წმიდისა გამოგჳცხადა, და არა სიბრძნითა კაცობრივთა, რამეთუ იგი არა ღირს იქმნა ხილვად საიდუმლოთა მათ.

ფსალმუნი 143-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ღმრთის შეუცნობლობა და კაცის ამაოება:

...სჯელობანი ითრევს და არ ისმენენ, რომ „რამეთუ უფალმან მოსცეს სიბრძნე და პირისა მისისაგან მეცნიერებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ“ (). ნუთუ არ ისმენენ პავლეს, რომელიც ამბობს: „ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა“ (), და მსჯელობებს განაგდებს? ამბობს: „გულის სიტყუათა დავარღუევთ და ყოველსა სიმაღლესა, ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა“ (). და სხვა ბრძენიც ამბობს: „ადამიანთა მსჯელობანი მშიშარაა, და არამტკიცეა მათი ზრახვანი“ ()4. „რა არს კაცი, რამეთუ ეცნობე მას“ (). დაფიქრდი იმ უსასრულო სიდიადეზე; უფრო სწორად, ამასაც რომ ვამბობ, ღმერთის ღირსად ვერ ვამბობ. არ ვიცი, როგორ ვილაპარაკო; რადგან როცა ღმერთზე „სიდიადეს“ ვამბობთ, ამ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. ღმრთის ნების სწავლა და ღირსი ვედრება:

...ნასა წრფელსა“** (). ხედავ, როგორ ვსწავლობთ და როგორ ვიმოძღვრებით, რომ გზა სულიწმინდის მიერ გავიაროთ? ამიტომ პავლეც ამბობდა: „ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა“ (). „ქუეყანასა წრფელსა“ (). სიტყვასიტყვითი აზრით, მის სამშობლოს გულისხმობს, ხოლო ამაღლებული განმარტებით — სათნოებისკენ მიმავალ გზას. სხვა კი ამბობს: „გლუვი მიწის გავლით“ ()15. რადგან არაფერია სათნოებაზე უფრო გლუვი, რომელიც ხმაურსა და შფოთს განშორებულია.

„სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნე მე“ (). ხედავ, კვლავ როგორ მიმართავს ღმერთს და თავისი ცხოვრები...

სრულად ნახვა