...ა, გველის რჩევით დამღუპველი შხამი რომ მიიღო, ისმინე, რას ამბობს წერილი: „და იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათჳს ხილვად და შუენიერ განცდად. და მიმღებელმან დედაკაცმან ნაყოფისაგან ჭამა" (). მართლაც, ბოროტი ზრახვები კეთილ ზნეს ხრწნის (). მართლაც, რატომ, ამ ბოროტი დემონის შთაგონებამდე, (ევამ) ასეთი არაფერი განიცადა, ხეზე არ დაფიქრდა და მისი მშვენიერება ვერ დაინახა? იმიტომ, რომ ღვთის მცნებას და ჭამისთვის მოსალოდნელ სასჯელს ეშინოდა. ხოლო ახლა, როცა ამ ბოროტი ცხოველით შეცდა, თითქოს არათუ არ განიცდიდნენ ამ (სასჯელს), არამედ ღმერთის ტოლნიც გახდებოდნენ, ამ დანაპირებზე იმედმა აიძულა, რომ ხისგან ეგემოვნებინა, და მან, თავის საზღვრებში დარჩენა რომ არ ისურვა, არამედ ჩვენი ცხონების მტერი და მოწინააღმდეგე ღვთის სიტყვებზე მეტად სანდო მიიჩნია, ცოტა ხნის შემდეგ, თავად გამოცდილებიდან, (ეშმაკის) შთაგონების დამღუპველობა და მათ ჭამისთვის მოსალოდნელი უბედურება გაიგო. დაინახა, როგორც ნათქვამია, „რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათჳს ხილვად და შუენიერ განცდად", და ცოლმა, ეშმაკის ცთუნებით, რომელიც მას გველის მეშვეობით შეატყუა, თავისთვის ასე დაასკვნა: თუ ხე გემოთიც კარგია დ...
1 კორინთელთა მიმართ 15:33
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ახით სარგებელი მოუტანოთ მათ, ვინც თქვენთან ერთად არის, და ვინც თქვენთან საუბარში შედის, მან მიიღოს თქვენში არსებული სულიერი კეთილსურნელებისა და სათნო ცხოვრების თანაზიარება. როგორც ბოროტთა საზოგადოება ავნებს მათთან დაახლოებულებს, ნეტარი პავლეს სიტყვისაებრ: „განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი" (), ისე კეთილთა საზოგადოება ძალზე სასარგებლოა მათთან მოახლოებულთათვის. ამიტომაც კაცთმოყვარე უფალმა ჩვენმა ისე მოაწყო, რომ კეთილნი ბოროტებთან ერთად ცხოვრობდნენ, რათა ესენი კეთილთა საზოგადოებიდან სარგებელი მიიღონ, სამუდამოდ ცოდვაში არ დარჩნენ, არამედ მათი მაგალითი მუდამ თვალწინ ჰქონდეთ და აღშენება ეპოვათ. სათნოების ძალა ისეთია, რომ ისიც კი, ვინც მას არ იქმს, ძალზე პატივს სცემს მას და დიდი ქებით ეკიდება. ასევე მანკიერებაც მუდმივად დაგმობილია იმათგანაც კი, ვინც მას მისცემია: ასეთია იგი ყველასთვის — ცხადი და აშკარა, და ძნელად თუ ვინმე ოდესმე იქადის მით, პირიქით — საკვირველი ამბავია! — რასაც საქმით აკეთებენ, სიტყვით ძირს სცემენ და ხალხისგან დამალვას ცდილობენ. ამითაც ღმერთმა თავისი სიყვარული აჩვენა კაცთა მოდგმისადმი: ყოველ ჩვენგანში მიუკერძოებელი სამსჯავრო — სინდისი — დააყენა, რომელიც მკაცრად განასხვავებს კეთილსა და ბოროტს; სწორედ ეს გვ...
...ას თქუენგან, რომელმან ესე საქმჱ ქმნა“, რამეთუ ბოროტ არს ბოროტთა თანა ერთობაჲ, რამეთუ ვერცა ერთი სენი შემძლებელ არს ესრეთ შეხებად მახლობელთა მისთა, ვითარ ბოროტთა კაცთა თანა ყოფაჲ მავნებელ არს, რამეთუ „განხრწნიან წესი კეთილი ზრახვათა ბოროტთა“. ნუმცა ვის აქუს უკუე მეგობარი ბოროტი. ხოლო უკუეთუ ძენიცა უკეთურნი გუესხნენ, განვაგდოთ და არა ვჰრიდებდეთ ბუნებასა, არცა შჯულსა ბუნებისასა და შვილობისასა, არა უფროჲსად მეგობართაგან ჯერ-არსა სივლტოლაჲ, უკუეთუ ბოროტნი იყვნენ? რამეთუ დაღაცათუ ერთიცა ვნებაჲ არა შემოგუეხოს მათგან, არამედ ბოროტსა იჭუსა ვერ განვერნეთ, რამეთუ გარეგანნი იგი არცა ცხორებასა გამოეძიებენ, არამედ თანამყოფთაგან განგჳკითხვენ. ამას ყოველთავე ვამცნებ, რამეთუ ჯერ-არს განზრახვაჲ კეთილისაჲ და ქმნაჲ წინაშე ღმრთისა და წინაშე კაცთა.
ვისწრაფოთ უკუე ყოვლით კერძო არადაბრკოლებად მოყუსისა, რამეთუ დაღაცათუ ცხორებაჲ ჩუენი კეთილ იყოს და სხუათა დააბრკოლებდეს, ყოველივე წარუწყმედიეს. ხოლო ვითარ დააბრკოლებს კეთილი ცხორებაჲ სხუათა? ესრეთ, რაჟამს უკეთურთა თანა შეერთებამან ბოროტი იჭჳ მოატყუას მას, რამეთუ რაჟამს ჩუენ მინდობილ ვიყვნეთ თავთა ჩუენთა და ვიყოფებოდით უკეთურთა თანა, დაღაცათუ...
...ონებაჲ მისი, ოდეს ლოცვაჲ ესმოდის, ანუ ვითარ არს, ოდეს სიმღერაჲ ესმოდის, ვითარ არს, ეკლესიასა შინა რაჲ იყოს, და ვითარ არს თეატრონსა შინა. და ცნას ცვალებაჲ იგი სულისაჲ, თუ ვითარ ერთი იგი სული აქა სხუად შეიცვალების და მუნ - სხუად. ამისთჳს იტყჳს მოციქული: „განრყუნიან წესნი კეთილნი ზრახვათა ბოროტთა“. ამისთჳს გჳღირს ზედაჲსზედა სმენად სიტყუათა საღმრთოთა, რაჲთა ჩუენნი იგი ბოროტნი წესნი კეთილად მოიქცენ. არა უწყითა, რამეთუ ამით ოდენ უაღრეს ვართ პირუტყუთასა, რომელ პირმეტყუელ ვართ? ხოლო სხჳთა უმრავლესითა უდარეს ვართ მათსა: ძალი-თა და სიმალითა და სხჳთა ესევითარითა. აწ უკუეთუ პირმეტყუელებაჲცა ჩუენი უძჳრეს მათისა მის პირუტყუებისა იყოს, არა დიდად დასასჯელ ჩუენდა იქმნასა?
საზრდელ სულთა ჩუენთა სიტყუანი ღმრთისანი არიან, და ნაკლულევანებაჲ მათი სიყმილად წოდებულ არს. რამეთუ იტყჳს უფალი წინაწარმეტყუელისა მიერ: „მივსცე მათ არა სიყმილი პურისაჲ ანუ წყურილი წყლისაჲ, არამედ სიყმილი სმენად სიტყუათა უფლისათა“. რაჲ უკუე უძჳრეს არს ამისა ოდენ? რომელ-იგი უფალმან სატანჯველად რისხვისა თქუა, შენ ნეფსით თჳსით მოაწიო სულსა ზედა შენსა - სიყმილი იგი ბოროტი. არა ჰხედავა, ვითარმედ სული სიტყუათაგან თითოსახედ იცვალე...