მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:35

34. დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ, რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს.35. ხოლო უკუეთუ სწავლის რაჲმე უნდეს, სახლსა შინა თჳსთა ქმართა ჰკითხედ მათ: რამეთუ საძაგელ არს დედათაჲ ეკლესიასა შინა ზრახვად.36. ანუ თქუენ მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ გამოვიდა? ანუ თქუენდამდე ხოლო მიიწია?
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
35. ხოლო უკუეთუ სწავლის რაჲმე უნდეს, სახლსა შინა თჳსთა ქმართა ჰკითხედ მათ: რამეთუ საძაგელ არს დედათაჲ ეკლესიასა შინა ზრახვად.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ სწავლის რაჲმე უნდეს, სახლსა შინა თჳსთა ქმართა ჰკითხედ მათ, რამეთუ საძაგელ არს დედათა ეკლესიასა შინა ზრახვად (14,35).:

თარგმანი: სიტყჳთა ამით ქმართა კითხვისაჲთა ერთბამად მამანი უგანკრძალულეს ყვნა, რაჲთა არა ხოლო ლიტონად ისმენდენ, არამედ —გულისჴმის-ყოფით, და ისწავებდენ-ცა ეკლესიასა შინა თქუმულთა მათ, ვითარცა თანამდებნი სხუათა მიმთხრობელ და გამომთარგმნელობისანი. და დედათა ასწავა თანად ღონეცა, თუ ვითარ უძონ გამოცნობაჲ სიღრმისა სიტყუათაჲსაჲ, და თანად განუჩინა ზოგად საჭიროჲსა და არასაჭიროჲსა ზრახვისათჳს, ვითარმედ: საძაგელ არს დედათათჳს ყოვლად რაჲსაცა ზრახვაჲ ეკლესიასა შინა.

თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. შინაურთა სულიერი წინამძღვრობა და მოვლა:

...ს ცალკე მიმართეთ, და ყოველმა თქვენგანმა მოყვასთა ცხონება იკისროს. იმის დასტურად, რომ სახლის უფროსებს ამ საქმეებში შინაურების წინამძღვრობა მართებთ, მოისმინე, სად გზავნის პავლე ქალებს: ამბობს, „ხოლო უკუეთუ სწავლის რაჲმე უნდეს, სახლსა შინა თჳსთა ქმართა ჰკითხედ მათ“ (); და მათ მასწავლებელთან არ მიჰყავს. როგორც წერა-კითხვის სასწავლებლებში თვით მოწაფეთა შორისაც არიან მასწავლებლები, ასეა ეკლესიაშიც; პავლეს სურს, რომ მასწავლებელს ყველამ არ შეაწუხოს.

რატომ? რადგან ასე დიდი სიკეთეები იქნება: არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასწავლებელს შრომა შეუმსუბუქდება, არამედ იმიტომაც, რომ მოწაფეთაგან თითოეულს, თუ იზრუნებს და ამ საზრუნავს იტვირთებს, მალე შეუძლია, მასწავლებლად იქცეს. იხილე, რა დიდ მსახურებას შემოაქვს ცოლს: სახლს უვლის, სახლში არსებულ ყოველივეზე ზრუნავს, მხევლებს განაგებს, საკუთარი ხელებით მოსავს, შვილთა მამად წოდებას განიჭებს, სამეძაოებს განგაშორებს, უმანკოებისკენ შეგეწევა და ბუნების მძაფრ აღგზნებას აცხრობს. მაგრამ შენ...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. დედაკაცის მდუმარება და შვილისშობით ცხონება:

...რადგან, ამბობს, რჯულმა ისინი მორჩილებაში დააყენა: „დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს“ (). და კვლავ სხვაგან: „ხოლო უკუეთუ სწავლის რაჲმე უნდეს, სახლსა შინა თჳსთა ქმართა ჰკითხედ მათ“ (). მაგრამ მაშინ ასეთი სწავლების გამო ქალები დუმდნენ; ახლა კი მათ შორის დიდია ხმაური, დიდი ყვირილი, ბევრი საუბარი, და არსად სხვაგან იმდენი არ არის, რამდენიც აქ; ნახავდი, რომ ყველანი იმდენს ლაპარაკობენ, რამდენსაც ვერც ბაზარში ნახავდი და ვერც აბანოებში. რადგან თითქოს სწორედ ამისთვის მოდიან, რომ მოცალეობა ჰქონდეთ, ყველანი უსარგებლო საუბრით არიან დაკავებულნი. ამის გამო ყველაფერი თავდაყირა დადგა; და ისინი ვერ ხვდებიან, რომ სასარგებლო რამეს სხვაგვარად ვერ ისწავლიან, თუ არ დადუმდებიან. რადგან როცა ქადაგების სიტყვა წარმოსათქმელად მზადაა, მაგრამ ნათქვამს არავინ უგდებს ყურს, რა სარგებელია? რადგან, ამბობს, ქალი იმდენად მდუმარე უნდა იყოს, რომ ეკლესიაში არა...

სრულად ნახვა