მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:34

33. რამეთუ არა არს ღმერთი შფოთისაჲ, არამედ მშჳდობისაჲ, ვითარცა-იგი ყოველთა ეკლესიათა წმიდათასა.34. დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ, რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს.35. ხოლო უკუეთუ სწავლის რაჲმე უნდეს, სახლსა შინა თჳსთა ქმართა ჰკითხედ მათ: რამეთუ საძაგელ არს დედათაჲ ეკლესიასა შინა ზრახვად.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
34. დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ, რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ (14,34).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო წარმოთქუმულთა მათ სიტყუათა მიერ კეთილდ დააწყნარა და განაწესა შფოთებაჲ და უწესოებაჲ ეკლესიათაჲ, აღმოვიდა უწესოებასა თანა დედათა მომზრახობისასა და ყოვლად დუმილსა ამცნებს.

ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. დედაკაცის მდუმარება და შვილისშობით ცხონება:

...ეკლესიაში ქალმა ხმაც ნუ ამოიღოსო, ამბობს; ამასვე ამბობდა კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში, როცა წერდა: „დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ, რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს... რამეთუ საძაგელ არს დედათაჲ ეკლესიასა შინა ზრახვად“ (). რატომ? რადგან, ამბობს, რჯულმა ისინი მორჩილებაში დააყენა: „დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს“ (). და კვლავ სხვაგან: „ხოლო უკუეთუ სწავლის რაჲმე უნდეს, სახლსა შინა თჳსთა ქმართა ჰკითხედ მათ“ (). მაგრამ მაშინ ასეთი სწავლების გამო ქალები დუმდნენ; ახლა კი მათ შორის დიდია ხმაური, დიდი ყვირილი, ბევრი საუბარი, და არსად სხვაგან იმდენი არ არის, რამდენიც აქ; ნახავდი, რომ ყველანი იმდენს ლაპარაკობენ, რამდენსაც ვერც ბაზარში ნახავდი და ვერც აბანოებში. რადგან თითქოს სწორედ ამისთვის მოდიან, რომ მოცალეობა ჰქონდეთ, ყველანი უსარგებლო საუბრით არიან...

სრულად ნახვა