თარგმანი: რაჲსათჳს არა სათნო-იყვნა, არამედ რამეთუ შემდგომად ესოდენთა მათ ქველისმოქმედებათა ღმრთისათა ეგოდენი უმადლოებაჲ აჩუენეს და არა დაადგრეს მცნებათა მისთა, ამისთჳსცა თჳნიერ ფრიად მცირედთაჲსა, ვითარ-იგი იყვნეს ისუ და ქალებ, უმრავლესთა მათ ეგჳბტით გამოსრულთა ძუალნი უდაბნოსა ზედა დაცჳვეს.
1 კორინთელთა მიმართ 10:5
...ამეთუ მამანი ჩუენნი ყოველნი ღრუბელსა ქუეშე იყვნეს და ყოველნი ზღუასა განჴდეს“** (), და: „და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს“ (); მაგრამ „არამედ არა მრავალნი მათგანნი სათნო-იყვნა ღმერთმან“ (). ზოგჯერ კი მომავალს მოიხმობს: „რომელთა-იგი საშჯელი მიეჴადოს, მომსრველი საუკუნოჲ, პირისაგან უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა“ (). და კვლავ: „რამეთუ მოიწია მათ ზედა რისხვაჲ სრულიად“ (). „რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს“ (). და კვლავ: „რამეთუ ამისთვის მიიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მას ზედა ურჩებისათა“ (). მაგრამ ეს სიტყვები მაშინ არის, როცა გონს მოყვანა სჭირდება; ხოლო როცა ნუგეშისცემა სჭირდება, წარსულითაც და მომავლითაც ა...
...1 კორ 10:2), „და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს“ (), „და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს“ (); „არამედ არა მრავალნი მათგანნი სათნო-იყვნა ღმერთმან“ (), არამედ დაიღუპნენ და დაეცნენ. რადგან მომავალთა შესახებ საუბრობდა — გეჰენას, სასჯელსა და დასჯას ვგულისხმობ — ამიტომ წარსულიდანაც მოჰყავს მათ შესახებ მტკიცებულება და თვით დასჯილები გამოჰყავს შუაში: გველებისაგან დასჯილები და მომსრველისაგან დასჯილები.
სწორედ ამას აკეთებს აქაც დავითი, იქნება აქიტოფელის შესახებ ამბობს ამას თუ აბესალომის შესახებ. ზოგიერთნი კი ამბობენ, რომ ეს აქიტოფელის შესახებ ითქვა. რადგან ერთსა და იმავე კაცს არ შეჰფეროდა, ეთქვა: „ეკრძალენით და ერიდენით ყრმასა მას ჩემსა აბესალომს“ (); და უბედურების შემდეგ: „ვინამცა მომაკუდინა მე სიკუდილისა შენისა წილ“ ()? და...
...სასჯელი. და ესე გამოაჩინა პირველითგანვე ნეტარმან პავლე, რამეთუ იტყჳს: „ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს, და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს“. და მერმე შესძინა და თქუა, ვითარმედ: „არა ცხონდეს, არამედ დაეცნეს იგინი უდაბნოსა ზედა“. და ესენი სახე ჩუენდა იქმნეს, რაჲთა არა ვიყვნეთ ჩუენ გულისმთქუმელ ბოროტისა. და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ამასვე გჳბრძანებს და ამის ჯერისათჳს მრავალნი სწავლანი და მრავალნი იგავნი შემოიხუნა, ვითარცა იტყჳს, ვითარ-იგი მრავალნი სასწაულთაცა იქმოდეს და ეშმაკთა განასხმიდეს და სატანჯველადვე მიეცნეს, რამეთუ საქმენი კეთილნი არა შეიკრძალნეს. და კუალად, იგავი იგი ათთა ქალწულთაჲ და ბადისა მის სათრომელისაჲ და თესლისა მის ეკალთა შინა დარდომილისაჲ და ხისა მის უნაყოფოჲსაჲ, - ესე ყოველნი ამისთჳს წარმოგჳთხრნა, რაჲთა საქმესა სათნოებისასა მოსწრაფე ვიყვნეთ. რამეთუ სარწმუნოებასა არა ფრიადი უჴმს შრომაჲ; ამისთჳს არა მრავალნი სწავლანი წარმოთქუნა მისთჳს უფალმან, ხოლო საქმეთათჳს კეთილთა მრავალნი წარმოთქუნა სწავლანი, რამეთუ უმეტესიცა უჴმს შრომაჲ, და სამარადისო არს ბრძოლაჲ, და უკუეთუ მოქალაქობაჲ კეთილი უდებ-ვყოთ, დიდი ბოროტი შემემთხჳოს ჩუენ. და რად ვიტყჳ მოქალა...