თარგმანი: ესე სასწრაფო არს მოციქულისა, რაჲთა არა ხოლო მარტოდ თავისასა, არამედ ძმათაცა სარგებელისა მოსწრაფე ვიყვნეთ.
1 კორინთელთა მიმართ 10:24
...თ არის სავსე: „მე რა მენაღვლება?“ „ჩემსაზე ვზრუნავ“; რადგან სწორედ მაშინ იზრუნებ ყველაზე მეტად შენსაზე, როცა შენსას მოყვასის სარგებელში ეძებ. ამიტომ პავლეც ამბობდა: „ნუვინ თავისასა ხოლო ეძიებნ, არამედ მოყუსისასაცა თითოეული“ (). რათა, ამბობს, შენი იპოვო, სხვისი ეძიე. „პირმან შენმან განამრავლა უკეთურებაჲ და ენაჲ შენი თხზვიდა ზაკვასა“ (). „შჯდი რაჲ, ძმისა შენისათჳს ბოროტსა იტყოდი და ძისათჳს დედისა შენისა დასდვი საცთური“ ().
რათა არ თქვას: „ამას კაცთმოყვარეობით ვაკეთებ“; ჯერ ერთი, როგორი კაცთმოყვარეობაა ეს, არ შეაჩერო და არ დააკავო ის, ვინც უფსკრულში ჩავარდნას აპირებს? უსამართლო სიამოვნებას რომ დაუთმო? იმის უყურადღებოდ დატოვება, ვინც შხამიან წამალს სვამს? თუმცა ამასაც ვერ იტყვი....
...სა არგებდეს, პავლე დიდად აქებს, ვიდრეღა მას, რომელი თავსა ოდენ თჳსსა არგებდეს. ხოლო ოდეს ვთქუა, თუ პავლე აქებს, ქებაჲ იგი ქრისტესგან გულისხმა-ყავთ, რამეთუ პირითა პავლესითა ქრისტჱ იტყოდა. ისმინეთ უკუე, რასა იგი იტყჳს ამის ჯერისათჳს: „ნუ თავისა თჳსისასა ეძიებნ კაცად-კაცადი, არამედ მოყუსისასა თითოეული“. და კუალად იტყჳს: „კაცად-კაცადი მოყუასსა სათნო-ეყოფოდენ კეთილსა ზედა აღსა-შენებელად“. და კუალად იტყჳს: „იყვენით ურთიერთას ტკბილ, მოწყალე, მიმმადლებელ, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ“. ჰხედავა ქებასა ამას ძმათმოყუარებისასა? და კუალად ესეცა გულისხმა-ყავთ: რომელნიმე სათნოვებანი ჩუენ შორის ოდენ დაადგრებიან, და რომელნიმე სხუათა მიმართცა მიიწევიან. ესე იგი არს, მარხვაჲ და მო-ღუაწებაჲ და ქალწულებაჲ და მსგავსნი ამათნი მოქმედთა ხოლო მათთა სარგებელ ეყოფვის, ხოლო მოწყალებაჲ და სიყუარული და სწავლაჲ და უცხოთმოყუარებაჲ და მსგავსნი ამათნი ჩუენცა სარგებელ გუეყოფვიან და ჩუენ მიერ სხუათა მიმართცა მიიწევიან, და ამისთჳს უაღრეს და უპატიოსნეს არიან.
ისმინე უკუე, ამის ჯერისათჳსცა რასა იტყჳს მოციქული: „შე-ღათუვაჭამო ყოველი მონაგები ჩემ...