...ახურებს; ხალხი, რომელიც მას ეკუთვნის; ხალხი, რომელიც მასთან არის დაახლოებული. სიწმიდედ კი საკუთრივ იწოდებოდა ტაძარი, შიდა წმიდა ადგილები და წმიდათა წმიდა, როგორც ზაქარიაც წარმოგვიდგენს ზოგიერთებს, რომლებიც კითხულობენ და ამბობენ: „შემოვიდა აქა თთუესა მეხუთეს სიწმიდე“ (), „ან ვიმარხულოთო?“1 ამით კიდობნისა და ყოველივე დანარჩენის დაბრუნებას გულისხმობს. „იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა“ (). რადგან მანამდე ეს ქვეყანა ერთგვარად უწმინდური და შებილწული იყო; ხოლო როცა ხალხი დაბრუნდა, ქალაქი მისი სიწმიდე გახდა; ესე იგი, სიწმიდედ მიიჩნეოდა ზედამხედველობის, მსხვერპლთა შეწირვის, ღვთისმსახურებისა და სხვა წმიდა წესების გამო.
„ისრაჱლი საბრძანებელ მისა“ (). რას ნიშნავს: „ისრაჱლი საბრძანებელ მისა“ ()?...