მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ზაქარიასი 5:7

6. და ვთქუ: რაჲ არს? და მრქუა: ესე საზომი გამომავალი. და თქუა: ესე უსამართლოება ყოველსა შორის ქუეყანასა მათსა.7. და, აჰა, ტალანტი ბრპენისაჲ აღღებული. და, აჰა, დედაკაცი ერთი ჯდა საშალ საზომისა8. და თქუა: ისი არს უსჯულოება. და დააგდო იგი საშუალ საზომისა და შთაუგდო ქვაჲ ბრპენისაჲ პირსა მისსა.
წინასწარმეტყველება ზაქარიასი თავი 5
7. და, აჰა, ტალანტი ბრპენისაჲ აღღებული. და, აჰა, დედაკაცი ერთი ჯდა საშალ საზომისა

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლჱ ვითარმედ უღელი სიმართლისაჲ სუბუქ არს და მცირე, ხოლო ცოდვისაჲ - მძიმე და ბოროტ:

...სათნოებისაჲ - ტკბილ და სუბუქ. ეგრეთვე წინაჲსწარმეტყუელი წარმოიტყჳს სიმძიმესა მას ცოდვისასა და ღაღადებს: „რამეთუ უსჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა, ვითარცა ტჳრთი მძიმე, დამიმძიმდა ჩემ ზედა“. და კუალად ზაქარია გამოსახავს მას და შანთად ბრპენისა სახელ-სდებს. რამეთუ არარაჲ ესრეთ დაამძიმებს სულსა და ქუე დაჰქენჯნის, ვითარ მხილებაჲ ცოდვისაჲ, და არარაჲ ესრეთ აღასუბუქებს და ფრთოან-ჰყოფს, ვი-თარ მოგებაჲ სიმართლისა და სათნოებისაჲ. და ესრეთ გულისჴმა-ყავ, არა მძიმედ ჩანსა სიგლახაკჱ და უპოვრებაჲ, და მიპყრობაჲ ღაწუთაჲ ყურიმლისა ცემად, და პაჰრაკობაჲ და სხუაჲ იგი სათნოებისა წესი, და მერმეღა სიკუდილისაცა ძჳრ-ძჳრისა თავს-დებაჲ? არამედ უკუეთუ სიბრძნჱ გონიერი შევიმოსოთ და თუალნი სულისანი აღვიხილნეთ გულისჴმის-ყოფად, ესე ყოველივე შევჰრაცხოთ ადვილ და საწადელ. და უკუეთუ გნებავს, თი-თოეული გამოვიძიოთ.

ვიხილოთ უპოვრებაჲ, ძნელი იგი და საჭიროჲ, რომელი უმეტესად სა-ჭირო არს: აღპყრობაჲ თუალთაჲ უფლისა მიმართ და მისგან სასოებაჲ საზრდელისაჲ, რომელმან-იგი არავინ მოსავთა მისთაგანი დაუტევის სიყმილითა მოკუდომად; რამეთუ აჰა ესერა რომელნი ესვიდეს მას, რომელნიმე ჴელითა ანგელოზთაჲთა გამოზარდნა, ოდეს ყოვლისავე კაცობრივის...

სრულად ნახვა