წინასწარმეტყველება ზაქარიასი 14:18
17. და იყოს: რაოდენნიცა არა აღვიდენ ყოველთაგან ტომთა ქუეყანისათა იერუსალჱმდ თაყუანის-ცემად მეფესა, უფალსა, ყოვლისა მპყრობელსა, და არა იყოს მათ ზედა წჳმაჲ და იგინიცა მათვე თანა შეეძინნენ.18. ხოლო უკუეთუ ტომი ეგჳპტისა არა აღვიდეს, არცა მივიდეს მუნ, მათ ზედაცა იყოს დაცემაჲ, რომელი შეამთხჳოს უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, ნათესავთა, რაოდენნიცა არა აღვიდენ დღესასწაულებად კარვის-დგმისა დღესასწაულსა.19. ესე არს ცოდვაჲ ეგჳპტისაჲ და ცოდვაჲ ყოველთა ნათესავთაჲ, რაოდენიცა არა აღვიდენ დღესასწაულებად და დღესასწაულსა კარვის-დგმისასა.
წინასწარმეტყველება ზაქარიასი თავი 14