წინასწარმეტყველება ზაქარიასი 14:15
14. და იუდა წყობა-ყოს იერუსალიმს შინა, და თანააქუნდეს ძალი ყოველთა გარეშემოთა ერთაჲ: ოქროჲ და ვეცხლი და შესამოსელი სიმრავლედ ფრიად.15. და ესე იყოს დაცემაჲ: ცხენთა და კერძოვირთა, და აქლემთა, და ვირთა, და ყოველთა საცხოვართა, მყოფთა ბანაკთა მათ შინა დაცემისა ამისებრ.16. და იყოს: რაოდენნიცა დაშთენ ყოველთაგან წარმართთა მოსრულთა იერუსალჱმსა ზედა და აღმოვიდოდიან წლითი წლად თაყუანის-ცემად მეფესა, უფალსა, ყოვლისა მპყრობელსა, და დღესასწაულებად დღესასწაული კარვის-დგმისა.
წინასწარმეტყველება ზაქარიასი თავი 14