წინასწარმეტყველება ზაქარიასი 13:8
7. მახჳლი აღდგებინ მწყემსსა ზედა ჩემსა და მამაცსა ზედა მოქალაქესა მისსა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: დაეც მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი! და მივავლინო ჴელი ჩემი მწყემსთა ზედა.8. და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - ყოველსა შორის ქუეყანასა, ორნი ნაწილნი მის შორის მოისპნენ და მოაკლდენ, ხოლო მესამე დაშთეს მის შორის.9. და განვავლო მესამედი ცეცხლისა მიერ და განვაჴურვნე იგინი, ვითარცა განჴურდების ვეცხლი, და გამოვცადნე იგინი, ვითარცა გამოიცდების ოქროჲ: ესრეთ უწოდდეს სახელსა ჩემსა და მე ვისმინო მისი და ვთქუა: ერი ჩემი არს ესე, და მან თქუას: უფალი ღმერთი ჩემი ხარი შენ.
წინასწარმეტყველება ზაქარიასი თავი 13