მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ზაქარიასი 13:7

6. და ვთქუ მისდა მიმართ: რაჲ არს წყლულნი ეგე საშუალ ჴელთა შენთა? და თქუა: რომლითა ვიწყალ სახლსა შორის საყუარელისა ჩემისასა.7. მახჳლი აღდგებინ მწყემსსა ზედა ჩემსა და მამაცსა ზედა მოქალაქესა მისსა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: დაეც მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი! და მივავლინო ჴელი ჩემი მწყემსთა ზედა.8. და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - ყოველსა შორის ქუეყანასა, ორნი ნაწილნი მის შორის მოისპნენ და მოაკლდენ, ხოლო მესამე დაშთეს მის შორის.
წინასწარმეტყველება ზაქარიასი თავი 13
7. მახჳლი აღდგებინ მწყემსსა ზედა ჩემსა და მამაცსა ზედა მოქალაქესა მისსა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: დაეც მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი! და მივავლინო ჴელი ჩემი მწყემსთა ზედა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა: დაღათუ სხუანი ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მიმართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე შენდა მიმართ. ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამგზის უარ-მყო მე. ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრევე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს“ (26,33-35).:

...მენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამგზის უარ-მყო მე. ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრევე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს“ (26,33-35).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყჳ, პეტრე? წინაჲსწარმეტყუელმან თქუა, ვი-თარმედ: „განიბნინენ ცხოვარნი“, ქრისტემან დაამტკიცა სიტყუაჲ ესე, და შენ იტყჳ, ვითარმედ: არა იქმნას ესე. არა კმა-გეყოა, რაჟამს-იგი სთქუ: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო“, და შეგრისხნა?

ამისთჳს უკუე მიუშუა შთავრდომად ბრალსა მას უარის-ყოფისასა, რაჲთა ცნას, ვითარმედ: არა ჯერ-არს მინდობაჲ თავსა თჳსსა, არამედ სიტყჳსა მის უფლისა რწმუნებად, ვიდრეღა თჳსისა გონებისაჲ; და სხუათა დიდად სარგებელ ეყო მისითა მით უარის-ყოფითა, რამეთუ ცნეს კაცობრივი უძლურებაჲ და ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ.

რამეთუ ოდეს რაჲმე უფალმან თქუას, არღარა ჯერ-არს გამოძიებად. ამისთჳსცა, ვინაჲთგან პეტრეს ესმა, ვითარმედ: „თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა“, და არა ჰრქუა სიმდაბლით, ვი-თარმედ: გევედრები, უფალო, შემეწიე, რაჲთა არა განგეშორო; არამედ მიენდო თავსა თჳსსა და ჰრქუა: „დაღაცათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლ...

სრულად ნახვა