წინასწარმეტყველება ზაქარიასი 1:7
6. გარნა შჯულნი ჩემნი და საშჯულონი ჩემნი შეიწყნარენით, ვითარცა მე ვამცნებ სულითა ჩემითა მონათა ჩემთა წინაწარმეტყუელთა, რომელნი ეწინეს მამათა თქუენთა და მიუგეს და ჰრქუეს: ვითარ-იგი განაწესა უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, ყოფად თქუენდა გზათაებრ თქვენთა და სიმარჯუეთაებრ თქუენთა, ეგრეთ გიყო თქუენ.7. მეოთხესა და მეოცესა მეათერთმეტისა თთჳსასა, ესე არს თთუე სავატი, მეორესა წელსა დარიოსის ზე, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ზაქარიაჲს მიმართ, ბარაქიას ძისა, ძისა ადდოჲსა წინაწარმეტყუელისა, მეტყუელი:8. ვიხილე ღამით, და, აჰა, მამაცი აღმავალი ცხენსა ზედა ხსედსა. და ესე დგა საშუალ ორთა მთათა ჩრდილოანთასა და უკუანა მისსა ცხენნი ხსედნი და თეთრნი.
წინასწარმეტყველება ზაქარიასი თავი 1