მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება სოფონიასი 2:11

10. ესე მათ გინებისა წილ მისისა მით, რამეთუ აყუედრეს და განდიდნეს უფლისა ზედა, ყოვლისა მპყრობელისა.11. საჩინო იქმნეს მათ ზედა უფალი. და მოასრულნეს ყოველნი ღმერთნი წარმართთა ქუეყანისათანი და თაყუანის-სცეს მას თითოეულმან ადგილისაგან თჳსისა, ყოველნი ჭალაკნი წარმართთანი.12. და თქუენცა, ეთიოპნი, წყლულებ მახჳლისა ჩემისა იყვნეთ.
წინასწარმეტყველება სოფონიასი თავი 2
11. საჩინო იქმნეს მათ ზედა უფალი. და მოასრულნეს ყოველნი ღმერთნი წარმართთა ქუეყანისათანი და თაყუანის-სცეს მას თითოეულმან ადგილისაგან თჳსისა, ყოველნი ჭალაკნი წარმართთანი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 112-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სათნო ცხოვრება და საყოველთაო ქება:

...ესაია 52:5). ახლა კი ყველგან, მთელ მსოფლიოში იგალობება.

ამასვე წარმოაჩენდა სხვა წინასწარმეტყველიც, როცა ამბობდა: „საჩინო იქმნეს მათ ზედა უფალი. და მოასრულნეს ყოველნი ღმერთნი წარმართთა ქუეყანისათანი და თაყუანის-სცეს მას თითოეულმან ადგილისაგან თჳსისა“ (). და კვლავ სხვა წინასწარმეტყველიც: „მით, რამეთუ თქუენ თანაცა დაჴშულ იქმნენ კარნი და არა აღიხუნეთ მსხუერპლისსაცავად ჩემდა ძღუენი“ (); „აღმოსავალთაჲთგან მზისათაჲთ და ვიდრე დასავალთამდე სახელი ჩემი დიდებულ არს წარმართთა შორის და ყოველსა ადგილსა საკუმეველი მოერთუმის სახელსა ჩემსა და მსხუერპლი წმიდაჲ“ ().

2. ეკლესიის მსახურება და ღვთის ყველგანმყოფობა

ხედავ, როგორ შეზღუდა და შეაჩერა იუდეველთა წესები, ხოლო ეკლესიის ცხოვრება მთელ მსოფლიოში გაავრცელა და მსახურება წინასწარ გამოაცხადა? რადგან წინასწარმეტყველი, რომელიც ამას ამბობს, ბაბილონიდან დაბრუნების შემდგომი დროისაა; და სწორედ ამიტომ იწინასწარმეტყველა ეს მაშინ, რათა იუდეველ...

სრულად ნახვა