წინასწარმეტყველება სოფონიასი 1:15
14. ახლოს არს დღე უფლისაჲ დიდი, ახლოს და მოსწრაფე ფრიად. ჴმაჲ დღისა უფლისაჲ მწარედ და ფიცხლად დაწესებულ არს ძლიერ.15. დღე რისხვისა დღე იგი, დღე ჭირისა და სალმობისა. დღე საარებისა და უჩინოქმნისა, დღე ალმურისა და ბნელისა, დღე ღრუბლისა და ნისლისა,16. დღე საყჳრისა და ღაღადებისა ქალაქთა ზედა მაგართა და ყურეთა ზედა მაღალთა.
წინასწარმეტყველება სოფონიასი თავი 1