...ესეც ხომ ბრალდების უდიდესი საბუთია: ღმერთმა შეიყვარა ისინი, ღვთისგან ასეთი კეთილგანწყობა მიიღეს და მაინც უკეთესნი არ გახდნენ.
ამას სხვა წინასწარმეტყველიც მიანიშნებდა: „ვითარცა ყურძენი უდაბნოს ზედა, ვიპოე ისრაჱლი და, ვითარცა მსტუარი ლეღუსა მსთუადი, მამანი მათნი ვიხილენ“ (); ამ ნაყოფებით მათ სასურველობასა და საამურობას აჩვენებდა, მაგრამ სასურველი და საამური იყვნენ არა საკუთარი სათნოების გამო, არამედ ღვთის სიკეთის გამო. ხოლო მისი ნათქვამი ასეთია: მე ისე შევიყვარე, როგორც ვინმე უდაბნოში ნაპოვნ ყურძენს შეიყვარებდა, ან როგორც ვინმე ლეღვზე ადრეულ ნაყოფს. თუმცა მაგალითები ღვთისთვის შეუფერებელია, მაგრამ მათი გემოთმოყვარეობისთვის შესაფერისია. ხოლო ისინი, ამბობს, ასეთი სიყვარულის მიღების შემდეგ გაუცხოდნენ და შევიდნენ ბეელფეგორისკენ. ასევე აქაც მას შეყვარებულსა და საყვარელს უწოდებს, რათა აჩვენოს, რომ ღმერთმა ყოველივე თავისი მხრიდან წარმოაჩინა: არა მათ დაიწყეს, არამედ ღმერთმა უწინამძღვრა. ისინი კი ამის შემდეგაც არ გამოაჩ...