მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ოსესი 6:6

5. ამისთჳს აღმოვმკენ წინაწარმეტყუელნი თქუენნი და მოვაკუდინენ იგინი სიტყჳთა პირისა ჩემისათა და მსჯავრი შენი, ვითარცა ნათელი, გამოვიდეს.6. მით, რამეთუ წყალობა მნებავს და არა მსხუერპლი და შემეცნება ღმრთისაჲ, ვიდრე ყოვლად დასაწუელნი.7. ხოლო იგინი არიან, ვითარცა კაცი გარდამავალი აღთქმისა, მუნ შეურაცხ-მყვეს მე.
წინასწარმეტყველება ოსესი თავი 6
6. მით, რამეთუ წყალობა მნებავს და არა მსხუერპლი და შემეცნება ღმრთისაჲ, ვიდრე ყოვლად დასაწუელნი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ბ̂. სიმშჳდისათჳს და სიწმიდისა და კეთილთა საქმეთათჳს, ნეტარებისათჳს, მიცემისა, მეცნიერებისათჳს და წესიერად ზრახვისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მსახურებაჲ წმიდაჲ და შეუგინებელი ღმრთისა მიერ და მამისა ესე არს: მიხედვაჲ ობოლთა და ქურივთაჲ ჭირსა შინა მათსა და შეუგინებელად დაცვაჲ თავისა თჳსისაჲ ამის სოფლისაგან (1,27).:

...მსგავსების კაცი ღმერთსა, ვითარ წყალობითა და ქველის-მოქმედებითა კაცთა ნათესავისაჲთა. ამისთჳს უპირატეს ყოვლისა ესე იძიების საიდუმლოსა მას შინა ღმრთისმსახურებისასა, ვითარმედ: "იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ მოწყალე არს" () და "წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი" (). ესე სათნოებაჲ მოწყალებისაჲ მიჰმადლებს კაცსა დაცვად ყოველთაგან სივერაგეთა და მწინკულევანებათა სოფლისა ამის განმხრწნელისათა, რამეთუ სიწმიდით მოქალაქობისა დიდად ძალ-მწე არს ქმნაჲ მოწყალებისაჲ, რაჲთა თანა-შეეწეოდინ კაცსა ლოცვანი ობოლთა და ქურივთა მის მიერ გამოზრდილთა და შეწყალებულთანი.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იგ მოწყალებისათჳს:

...ავსად ნათლისა ბრწყინვენ“, ხოლო ნათობენ არა თავთა თჳსთა ოდენ, არამედ სხუათაცა განათლებად. ამისთჳს გევედრები, რაჲთა არა დავაკლოთ ზეთი სანთელთა ჩუენთა, რაჲთა განძლიერდეს ნათელი მათი, რამეთუ ესე ზეთი მარადის კეთილ არს. რამეთუ იტყჳს: „წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“, ; რამეთუ მსხუერპლი ქებისაჲ ესე არს, რომელ არა განილევის, არცა განიხრწნების, არამედ მარადის ბრწყინავს სადიდებელად ღმრთისა.

ამისთჳს უკუე გევედრები, საყუარელნო, შევწიროთ ესევითარი ესე მსხუერპლი საკურთხეველთა ამათ ზედა, რომელი-ესე უპატიოსნეს არს მარხვისა და ლოცვისა და სხუათა მრავალთა სათნოებათაჲსა, რამეთუ ესევითარი უყუარს მსხუერპლი ღმერთსა, არამედ ნუმცა არს ესე ანგაჰრებისაგან ქმნილი, ნუცა მოტაცებულთა საფასეთაგანი, რამეთუ ესევითარი სძულს ღმერთსა და გარემიაქცევს პირსა თჳსსა მისგან. ამისთჳს ვისწრაფოთ, რაჲთა არა დატკბობისა წილ განვარისხოთ იგი. და უკუეთუ კაენ, ვინაჲთგან უდარესი შეწირა ღმრთისა, დაისაჯა, რაჲ ვყოთ ჩუენ, უკუეთუ ანგაჰრებისაგან ვიქმოდით წყალობასა?

ამისთჳს გევედრები, რაჲთა არა მოხუეჭილთა მონაგებთაგან ვიქმოდით ქველისსაქმესა. უკუეთუ ერთი გულოცვიდეს და ერთი გუწყევდეს, რაჲ სარგებელ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იხილეს რაჲ მოწაფეთა, განრისხნეს და თქუეს: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის? შესაძლებელ იყო განსყიდად ესე დიდძალის და მიცემად გლახაკთა. გულისჴმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. რამეთუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა, დასაფლავად ჩემდა ყო. ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელცა-ესე ყო მაგან, საჴსენებელად მაგისა“ (26,8-13).:

...ლი ესე ჴორცთა ჩემთა, დასაფლავად ჩემდა ყო. ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელცა-ესე ყო მაგან, საჴსენებელად მაგისა“ (26,8-13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲ აქუნდა მათ ესევითარი ესე გულისსიტყუაჲ? ასმიოდა სიტყუაჲ იგი მოძღურისაჲ, ვითარ ეთქუა: „წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“. და სხუაჲ მრავალი ეთქუა მოწყალებისათჳს გლახაკთაჲსა. ამის ყოვლისაგან ჰგონებდეს, თუ აწცა უმეტესად სთნდეს ღმერთსა მიცემაჲ გლახაკთაჲ. გარნა განმკითხველი იგი გულთაჲ და მხედველი იგი დაფარულთაჲ ხედვიდა გონებასა მის დედაკაცისასა და არა გარემიაქცია შესაწირავი მისი, არამედ დიდითა სახიერებითა შეუნდო თავსაცა მისსა დასხმად ნელსაცხებლისა მის. რამეთუ მან სახიერმან ცხორებისათჳს კაცთაჲსა თავს-იდვა განკაცებაჲ და შობაჲ დედაკაცისაგან და სძითა გამოზრდაჲ და სხუაჲ ყოველივე ბუნებისა ჩუენისაჲ. ეგრეთვე ესეცა აწ თავს-იდვა ცხორებისა მისისათჳს. რამეთუ ძუელსაცა შინა შესაწირავთა მრგულიადდასაწუველთა შესწირვიდეს და ცმელსა აკუმევდეს და ზეთსა შესწირვიდეს. და ამას ყოველსა უძლურებისათჳს მათისა ღმერთი შეიწირვიდა, რაჲთა ჟამსა თჳსსა სრული იგი შესაწირავი ასწაოს. ეგრეთვე აქა უძლურებისაებრ დედაკაცისა მის სარწმუნოებაჲ იგი მისი შეიწირა და ნელსაცხებელი მიითუალა და მოწაფეთა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰრქუას მარცხენეთა მათ: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთა. რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე; უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილეს, და არა მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი, ანუ წყურიელი, ანუ უცხოვებასა, ანუ შიშულობასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ? მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რავდენსა არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ“ (25,41-45).:

...მიზეზსა: „მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადიო“, და შემდგომი ამისი, რაჲთა ყოვლითურთ უსიტყუელ-ყვნეს. და იგინიცა სიტყუასა ჰყოფენ უფლისა მიმართ, არამედ არა სარგებელ ეყოფვის, რამეთუ საქმჱ, ესოდენ ადვილი და მისდა ესოდენ სათნოჲ, უგულებელს-ყვეს. წინაჲსწარმეტყუელნიცა პირველვე ამას იტყოდეს: „წყალობაჲ მნებავსო და არა მსხუერპლი“, და შჯულისმდებელმან ესე განაწესა, და თჳთ ბუნებაჲ ამას ეძიებს, არამედ უბადრუკნი იგი ყოვლისაგანვე კეთილისა ცარიელ იპოვნეს. და არა მშიერი ოდენ გამოუზრდელად დაუტევეს და შიშუელი - შეუმოსელად, არამედ რომელი-იგი უადვილეს იყო, არცა თუ სნეული იხილეს. და გულისხმაყავთ, ვითარ ადვილ არიან ბრძანებანი მისნი. არა თქუა, თუ: საპყრობილესა ვიყავ, და გამომიყვანეთ, და სნეულ ვიყავ, და აღმადგინეთ, არამედ: „მოხუედითო ჩემდა“. და შიმშილისათჳსცა არა ძნელსა რასმე ითხოვს ანუ სანოვაგეთა სიმრავლესა, არამედ პურსა ხოლო, საჭიროსა მას და სათანადოსა საზრდელსა. და ითხოვს სახითა მვედრებელისაჲთა, რაჲთა ყოვლით კერძო მოდრიკოს გონებაჲ იგი უწყალოთაჲ სისუბუქითა მით სათხოველისაჲთა, რამეთუ პური არს, გინა წყალი; სახითა მით საწყალობელითა, რამე-თუ გლახაკი არს, რომელი ითხოვს; წესითა მით ბუნებისაჲთა, რამეთუ კაცი არს მსგავსი ჩუენი; სიდიდითა მით ნაცვლისაჲთა, რამეთუ სასუფეველი არს ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნ წმიდათა საიდუმლოთათჳს და მოწყალებისათჳს:

...აღმოვიკითხნეთ; და ფრიადი მოსწრაფებაჲ ვაჩუენოთ ამას საქმესა ზედა, რამეთუ განმწმედელი არს ცოდვათაჲ საქმე ესე, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მიეცით მოწყალებაჲ, და ყოველივე წმიდა იყოს თქუენდა“.

ესე უაღრეს მსხუერპლებისა არს, ვითარცა იტყჳს: „წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“. ესე ცათა განახუამს, ვითარცა იტყჳს: „ლოცვანი ეგე შენნი და ქველისსაქმენი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე ღმრთისა“.

ესე უაღრეს არს ქალწულებისაცა, რამეთუ ქალწულთა რომელთა არა აქუნდა ესე, განითხინეს სასძლოჲსა მისგან, და რომელთა აქუნდა, ბრწყინვალედ შევიდეს.

ვინაჲთგან უკუე ესე ყოველი ესრეთ არს, ვიღუაწოთ, ძმანო, თესვად წყალობისა, რაჲთა წყალობაჲცა მოვიმკოთ და საუკუნეთა მათ კეთილ-თა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ დიდებაჲ, პატივი და სუფევაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“ (9,12-13).:

...იქადიან, რომლისათჳსცა ყოველთავე წინაჲსწარმეტყუელთა მიერ თქუმული მოკლითა სიტყჳთა წარმოუთხრა და ჰრქუა: ვინაჲთგან ესოდენთა ჟამთა აღმოგიკითხვან წერილნი და ვერ გისწავიეს, აწ წარვედით და ისწავეთ, თუ რაჲ არს სიტყუაჲ იგი წერილისაჲ, რომელსა იტყჳს ღმერთი წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, ვითარმედ: „წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“.

წარვედით, უსწავლელნო, ისწავეთ! წარვედით, უგულისჴმონო, გულისჴმა-ყავთ, რაჲ არს ძალი ამის სიტყჳსაჲ, და მერმე სცნათ, ვითარმედ არარაჲ უჯეროჲ ვქმენ შეწყალებაჲ ესე და შეწყნარებაჲ ცოდვილთაჲ; მერმე სცნათ, ვითარმედ არა მე ვარ გარდამავალ შჯულისა, არამედ თქუენ, რომელნი წყალობისათჳს ცოდვილთაჲსა მაბრალებთ; არა მე ხოლო მაბრალებთ, არამედ მამასაცა ჩემსა. ვითარცა-იგი სხუასა ადგილსა იტყოდა, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“, ეგრეთვე აწ თქუა: „წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“. ვითარცა მამამან წინაჲსწარმეტყუელთა პირითა თქუა, ვითარმედ წყალობაჲ ჰნებავს, ვიდრეღა მსხუერპლნი, ეგრეთვე მე წყალობაჲ მნებავს, ვიდრეღა მსხუერპლები, რომელი თქუენ ვითარცა დიდად რაჲმე შეგირაცხიეს, რამეთუ იგი უჴმარ არს ჩემდა, ხოლო წყალობაჲ - სათნო და კეთილ. არა თქუა, თუ: წყალობაჲ მნებავ...

სრულად ნახვა