მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ოსესი 6:5

4. გიყო რაჲ შენ, ეფრემ, რაჲ გიყო შენ, იუდა? ხოლო წყალობაჲ თქუენი ვითარცა ღრუბელი განთიადისაჲ, ვითარცა ცუარი ცისკრისაჲ მავალი.5. ამისთჳს აღმოვმკენ წინაწარმეტყუელნი თქუენნი და მოვაკუდინენ იგინი სიტყჳთა პირისა ჩემისათა და მსჯავრი შენი, ვითარცა ნათელი, გამოვიდეს.6. მით, რამეთუ წყალობა მნებავს და არა მსხუერპლი და შემეცნება ღმრთისაჲ, ვიდრე ყოვლად დასაწუელნი.
წინასწარმეტყველება ოსესი თავი 6
5. ამისთჳს აღმოვმკენ წინაწარმეტყუელნი თქუენნი და მოვაკუდინენ იგინი სიტყჳთა პირისა ჩემისათა და მსჯავრი შენი, ვითარცა ნათელი, გამოვიდეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
9. საუკუნო სასუფეველი და სულით ცხება:

...ს ამატებ. ნუთუ არ გესმის წინასწარმეტყველისა, რომელიც მის მიმართ ამბობს: „კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა“ ()? და კვლავ, სხვაც ამბობს: „მსჯავრი მისი, ვითარცა ნათელი, გამოვიდეს“ (). თუ შენი მეუფის ყოველ საქმეს ზედმიწევნით არ იცნობ, ამის გამოც ადიდე იგი, ამის გამო ყველაზე მეტად თაყვანი ეცი: მისი დიდებულების გამოუთქმელობის გამო, მისი განგების მიუწვდომლობის გამო, მისი მზრუნველობის მრავალსახეობისა და სიბრძნის გამო.

„შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოებაჲ“ (). რადგან ზემოთ მან თქვა აღსრულებული საქმეები, ძლევები, გამარჯვების ნიშნები, ქვეყნიერების ცხონება — რომ ქვეყნიერება ჭეშმარიტებით, სიმშვიდითა და სიმართლით აღავსო — და, რათა ეჩვენებინა, რომ ამ ყველაფრის აღსრულება არაფრით არის შეუფერებელი, ამის შემდეგ საუბრობს იმ აღმსრულებლის ღირსებაზე: რომ იგი ღმერთია, მეფეა, დაუსრულებელია, მიუკერძოებელი განმკითხველია, მართალთა მოყვარულია და ბოროტების მოძულე....

სრულად ნახვა