...ესაია 3:8). შემდეგ ბოროტებათა მიზეზსაც ასახელებს: ენის თავშეუკავებლობას. ამასვე ამხელს ოსეც, როცა ამბობს: „ეფრემ განსარყუნელად შეიქმნა დღეთა შინა მხილვებისათა ტომთა შორის ისრაჱლისათა ვაჩუენენ სარწმუნონი“ (); და მალაქიაც კვლავ იმავეს ამბობს: „განმაძჳნებელნი უფლისანი, სიტყუათა მიერ თქუენთა და სთქუთ: რასათჳს განვაძჳნეთ? თქუმასა შორის თქუენსა: ყოველი მოქმედი ბოროტთაჲ კეთილ წინაშე უფლისა და მათ შორის სათნო იყო მან, და სადა არს ღმერთი სიმართლისაჲ?“ (). სწორედ ამას აბრალებს თვით ესაიაც და ორმაგ ბრალდებას აყენებს: ისინი მხოლოდ ურჩობას კი არ იჩენენ და მხოლოდ რჯულსაც კი არ არღვევენ, არამედ, როცა ამის გამო სირცხვილი, გაწითლება, თავის დაფარვა და ქედის დახრა მართებდათ, წინანდელ დანაშაულებს კიდევ უმატებენ და, ბრძანებულთა შეუსრულებლობასთან ერთად, დამამძიმებელ სიტყვებსაც წარმოთქვამენ; თითქოს რომელიმე უმადური მონა ბატონის ბრძანებებს ტოვებდეს და ამის შემდეგ კიდევ კადნიერდებოდეს.
**„მით, რამეთუ აწ დამდაბლდა დიდება მათი და სი...