..., რათა ადამიანთა ბუნებას ეს ესწავლა, რომ ძეთა და ასულთა დაკვლა საჭიროა?
არ გრცხვენიათ და არც სახეს იფარავთ, როცა ასეთ ბოდვებს თხზავთ? რადგან სხვაც ამბობს: „წყევა და სიცრუვე, კლვა და პარვა და სიძვა განფენილ არს და სისხლთა სისხლსა შერევენ“ (). სხვა კი ამბობს: „შესახედავი მეძვისა იქმნა შენდა უსირცხვილოებად ყოველთა მიმართ“ (). კიდევ სხვა ამბობს: „მსაჯულნი მისნი, ვითარცა მგელნი არაბიაჲსნი“ (). კიდევ სხვა ამბობს: „არავინ არს გულისჴმისმყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უჴმარ იქმნნეს“ (; ).
5. ჯვრის გამო გაფანტვა და ტყვეობა
მაშ, ამის სასწავლებლად გამოხვედით — ურცხვობის, უგუნურების, სიძვის, მრუშობების, მკვლელობებისა და ბოროტების ყოველი გზის? ნუ...