...ენი ქუეყანისანი“** ()?
აქედან ცხადია, რომ ის, რაც იხილებოდა, საღვთო დამდაბლება იყო. ამიტომაც სხვა წინასწარმეტყველიც, როცა ამას მიანიშნებდა, ღვთის პირით ამბობდა: „მე ხილვანი განვამრავლენ“ (), ანუ სხვადასხვა სახით გამოვჩნდი. ხოლო თუ თვით არსება დაუფარავად გამოჩნდებოდა, იგი სხვადასხვა სახით არ გამოჩნდებოდა; მაგრამ რადგან დამდაბლებით, ხან ამ სახით და ხან იმ სახით, წინასწარმეტყველებს საკუთარ თავს უჩვენებდა და ხილვებს მოცემული დროების შესაბამისად აყალიბებდა, ამიტომ ამბობს: „ხილვანი განვამრავლენ, ჴელსა შორის წინაწარ-მეტყუელთასა ვემსგავსე“ (). „არა ისე გამოვჩნდი, როგორიც ვიყავი, — ამბობს, — არამედ მივემსგავსე იმას, რისი ხილვაც მხილველებს შეეძლოთ.“ ამიტომაც ხედავ მას ხან მჯდომარეს, ხან იარაღასხმულს, ხან ჭაღარა თმის მქონეს, ხან სიოში, ხან ცეცხლში, ხან ზურგის მხრით გამოჩენილს, ხან ქერუბიმებზე და ხანაც იერსახით, ყველაზე გამჭვირვალე ლითონოვან ნივთიერებათა ბრწყინვალე...