...თქვა, რომ ღმერთი რისხდება, იგივე კვლავ აჩვენებს, რომ ღვთაება უვნებელია, და დასძენს: „ნუ მე განმარისხებენა იგინი?“ და „არა თავთა თჳსთა“ (). და ვინც თქვა, რომ იგი ტაძარშია, იგივე კვლავ ამბობს: „არა კაცი შენ შორის წმიდაჲ“ (). „და არა შევიდე ქალაქად“ (), ესე იგი: „ადგილით არ შემოვიფარგლები“. თუ ეს ყველასთვის ბოლომდე არ განუმარტავს, უფრო გონიერს ნათქვამიდან მისცა გააზრება: თუ ღმერთი ტირანული ვნებებისგანაც თავისუფალია და იმათგანაც, რომელთა გარეშეც ჩვენ ცხოვრება არ შეგვიძლია, მით უმეტეს სხვა ვნებებისგან არის გათავისუფლებული. ამიტომაც ამბობს: „ნუ იყოფი, ვითარცა კაცი მძინარი“ ()? და ყველგან უვნებობის შესახებ სიტყვას აღძრავს. ასე რომ აქაც, როცა გულისწყრომას გაიგონებ, ვნებად ნუ მიიჩნევ.
რადგან თუ ადამიანები, რომლებიც სიბრძნისმოყვარეობა...