...ი საკმარისი იყოს ყოველივე მოწინააღმდეგის დასამხობად. ამასვე ამბობდა დავითიც სხვა ადგილას: „რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ“ (); და კიდევ სხვა წინასწარმეტყველი: „და მე ვიხილო მისდამი, შეუძლო მას“ ().
„და დამდაბლდეს სიმაღლე კაცთა და ამაღლდეს უფალი მხოლოჲ მას დღესა შინა“ (). რადგან როდესაც ის საოცარი გამარჯვება და ის ბრწყინვალე და საკვირველი ძლევის ნიშნები აღსრულდა, დემონებიც მხილებულნი აღმოჩნდნენ, კერპებიც შერცხვენილნი, ცრუწინასწარმეტყველებს პირი დაეხშოთ, ბარბაროსთა ტირანია დაირღვა და ყოველი პირი, რომელიც ღმერთს ეწინააღმდეგებოდა, დადუმდა. ამიტომ ამბობს: „ამაღლდეს უფალი მხოლოჲ“ (). ამის შემდეგ აღარავინ იქნება, ვინც შეეწინააღმდეგება ან ღვთის ძალის შესახებ ეჭვს გამოთქვამს, რადგან საქმეთა მტკიცებულება ასე სრულიად ცხადი გახდა. რადგან თავისი ბ...