...(). და სხვა წინასწარმეტყველიც კვლავ ამბობს: „სიტყუა ღმრთისაჲ, რომელი იქმნა იერემიას ზედა ექელკისისა“ (). და სხვა კვლავ ამბობს: „მიღებაჲ სანინევოჲ“ (). „წიგნი ხილვისა ნაუმ ელკესელისაჲ“ (). რადგან ეს წინასწარმეტყველიც სხვა სიტყვით იმავეს აჩვენებს, რასაც წინამორბედები: სულიწმინდის მიერ მოცვას „მიღებას“ უწოდებს. რადგან, როცა სულიწმინდა მოიცავდა მათ, სწორედ ასე წარმოთქვამდნენ თავიანთ სათქმელს; ამიტომ მადლის მოქმედებას „მიღება“ უწოდა.
ამიტომ პავლეც ყველგან ეპისტოლეთა დასაწყისში წინ აყენებს მოციქულობის სახელს; რასაც წინასწარმეტყველები აკეთებდნენ სიტყვებით „ხილვა“, „სიტყვა“, „მიღება“ და „გამონათქვამი“, იმასვე პავლე მოციქულობის სახელით ამტკიცებს. რადგან როგორც ის, ვინც „ხილვას“ და „ღმერთის სიტყვას“ ამბობს, თავისას არ წარმოთქვამს, ასევე ისიც, ვინც საკ...