წინასწარმეტყველება მიქიასი 4:2
1. და იყოს უკანასკლნელთა დღეთასა საჩინოჲ მთაჲ უფლისაჲ განმზადებულ თხემებსა ზედა მთათასა და განსაცხრომელ იქმნეს ზეშთა ზედათ ბორცუთასა და მიისწრაფდენ მისდამი ერნი მრავალნი.2. და მოვიდოდიან ნათესავნი მრავალნი და იტყოდიან: მოვედით, აღვიდეთ სახიდ უფლისა და სახლისა მიმართ ღმრთისა იაკობისსა და მიჩუენონ ჩუენ გზაჲ მისი და ვიდოდით შორის ალაგთა მისთა, რამეთუ სიონისგან გამოვიდეს სჯული და სიტყუა უფლისაჲ ისრაჱლისაგან.3. და შჯიდეს შორის ერთა მრავალთა და ამხილოს ნათესავსა ძლიერსა ვიდრე შორადმდე. და დაშჭრიდენ მახჳლებსა მათსა საჴნისად, და შუბებსა მათსა მანგლად და არა მერმე არ აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი და არღა ისწავებდენ მერმე ბრძოლასა.
წინასწარმეტყველება მიქიასი თავი 4