...ოლტე ვიყავ, მსხეპელი ლეღუსულელთა“** (), რათა ვინმემ ნათქვამი ადამიანურ სიბრძნედ არ ჩათვალოს. და მხოლოდ ამითაც არ დაკმაყოფილდა, არამედ კიდევ სხვა რამ დაუმატა და თქვა: „არა თუ მე აღვავსო ძალი სულითა უფლისაჲთა და მსჯავრითა და ძლერებითა“ (). რადგან მადლი მათ მხოლოდ ბრძენებად კი არ ქმნიდა, არამედ ძლიერებადაც; არა სხეულის აგებულებით, არამედ სულის მტკიცე განწყობით. რადგან მათ საქმე ჰქონდათ კადნიერ და უსირცხვილო ხალხთან, წინასწარმეტყველთა სისხლს მოწყურებულთან და წმინდანთა დაკვლაში გაწაფულთან; ამიტომ ბუნებრივად სჭირდებოდათ დიდი ძალა, რათა ამ ხალხის გამოუთქმელ მოძალებას არ დაეფრთხოთ.
სწორედ ამიტომ იერემიას ეუბნება: „დაგდევ შენ დღეინდელსა შინა დღესა“, „ვითარცა სუეტი რკინისა“ და „ვითარცა ზღუდე რვალისა ძლიერი“ (); ეზეკიელს კი: „საშუალ ღრიაკალთასა მკჳდრ ხარ შენ“, „სიტყუათა მათთაგან ნუ გეშინინ და პირისაგან მათისა ნუ განჰკრთები“ ()....