მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება მიქიასი 3:1

1. და თქუას: ისმინენით ესენი, მთავარნო სახლისა იაკობისანო და ნეშტნო ძეთა ისრაჱლისათანო. არა თქუენი არს ცნობად მსჯავრი2. რომელთა გძულან კეთილნი და ეძიებთ ბოროტთა, მტაცებელნი ტყავთა მათთანი მათგან
წინასწარმეტყველება მიქიასი თავი 3
1. და თქუას: ისმინენით ესენი, მთავარნო სახლისა იაკობისანო და ნეშტნო ძეთა ისრაჱლისათანო. არა თქუენი არს ცნობად მსჯავრი

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერსა მას ჰრწმენა, რომელთა არა იციან შჯული; წყეულ არიან“ (7,49).:

...(რომ. 3,3-4) რამეთუ წინაჲსწარმეტყუელნი მარადის აყუედრებდეს მათ და ეტყოდეს: „ისმინეთ, მთავარნო სოდომისანო“; და კუალად: „მთავარნი შენნი ურწმუნო არიანო“; და კუალად: „არა თქუენი არსო ცნობაჲ საშჯელისაჲ“, და მარადის ამას აყუედრებდეს მათ. რაჲ არს უკუე? ღმერთსა ვინ აბრალოსა ამისთჳს, რომელ ურწმუნო ვიეთნიმე იყვნეს? ნუ იყოფინ! რამეთუ ესე ბრალობაჲ მათი არს, რომელთა არა ჰრწმენა, არა მისი, რომლისაჲ არა ჰრწმენა. ანუ რაჲ ვინ პოვოს სხუაჲ უმეტესი სასწაული თქუენისა უსწავლელობისაჲ? და ვითარ არა იცით შჯული უფროჲს ამისა, რომელ მისი არა გრწამს? ხოლო ვინაჲთგან თქუეს, თუ: „ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ჰრწმენა? არამედ ერსა მას, რომელმან არა იცის შჯული“, ამისთჳს აბრალებს მათ ნიკოდემოს და ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე შჯული ჩუენი დაშჯისა კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან?“ (7,51).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ გამოაჩინებს, ვითარმედ არცა იციან შჯული, არცა იქმან მას, რამეთუ უკუეთუ შჯული იტყჳს არა დაშჯად კაცისა უწინარეს მისგან სმენისა, და ამათ უწინარეს შჯულისა დასაჯეს, გარდამავალ სადამე არიან შჯულისა; და ვინაჲთგან მათ თქუეს, ვითარმედ: „არავის მ...

სრულად ნახვა