მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება მიქიასი 1:16

15. ვიდრემდის მკჳდრთა მოგგური შენ, დამკჳდრებულო ლაქისს სამკჳდრებელოო, ვიდრე ოდოლამადმდე მოვიდეს დიდებაჲ ასულისა სიონისა.16. დაყჳნე და აღიკუეცე, შვილთა შენთა ზედა ჩჩჳლთა განავრცე აღპარსვაჲ შენი, ვითარცა არწივმან, რამეთუ წარიტყუენნეს შენგან.
წინასწარმეტყველება მიქიასი თავი 1
16. დაყჳნე და აღიკუეცე, შვილთა შენთა ზედა ჩჩჳლთა განავრცე აღპარსვაჲ შენი, ვითარცა არწივმან, რამეთუ წარიტყუენნეს შენგან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
9.:

...იობმაც ხომ თავი გადაიპარსა, როცა შვილთა უბედურება გაიგო. და შემდგომ წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ძაძასთან და გოდებასთან ერთად პარსვაც იქნებოდა. და სხვა წინასწარმეტყველიც ამბობს: „დაყჳნე და აღიკუეცე, შვილთა შენთა ზედა ჩჩჳლთა“ (). „და ნაცვლად შესამოსლისა შუა პორფირისასა გარემოირტყა ძაძაჲ“ (). ნუთუ ეს ყოველივე საშინლად და აუტანლად არ გეჩვენება?

მაგრამ ჩვენთვის სასჯელი ამით არ შეჩერდება: ამას შხამიანი მატლი და დაუსრულებელი სიბნელე მოჰყვება. რადგან თუ მათ სამკაულის ნაცვლად ტყვეობა, მონობა და უკიდურესი ბოროტებები ელოდათ; ხოლო რომ სწორედ ეს ითხოვდა სასჯელს და ღმერთი საგანგებოდ ამ ცოდვას სჯიდა, ისმინე, როგორ ჩამოთვალა ის ყველაფერი და მიზეზიც დაურთო: „ესე შენდა ნაცვლად შემკულებისა“ (ესაია 3:24; ოქროპირის ტექსტით)14; მაშ, თუ მოკაზმულმა იუდეველმა ქალებმა ასეთი სა...

სრულად ნახვა