...(ლუკ. 16,16) რომელი ამან თქუა, თუ: „იძულების“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მომავალ არს. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ (11,14-15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: წერილ არს: „მოგივლინო ელია თეზბიტელი, რომელმან მოაქცინეს გულნი მამათანი შვილთა მიმართ“.
აწ „უკუეთუ გნებავსო შეწყნარების, იგი არს ელია“. ნეფსითსა ეძიებს შეწყნარებასა ქადაგებისასა, ამისთჳს იტყჳს: „უკუეთუ გნებავს“; ესე იგი არს, არავის ვაიძულებო, არამედ ნეფსითსა ვეძიებ მოქცევასა; არამედ ამას ხოლო გაუწყებ, ვითარმედ ამათ ორთავე ერთი მიუღებიეს მსახურებაჲ, და ორთადავე წინამორბედებაჲ მოცემულ არს: ერთი ესე წინამორბედ იქმნა აწინდელისა ამის მოსლვისა ჩემისა, და ერთი იგი მომავალ არს წინამორბედად მეორისა მის მოსლვისა. ამისთჳსცა არა თქუა, თუ: იგი არს ელია, არამედ: „უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მომავალ არს“. უკუეთუ გნებავს გულისჴმის-ყოფაჲ და გულითა ლმობიერითა შეწყნარებაჲ თქუმულთაჲ ამათ, შეიწყნარეთ სიტყუაჲ მისი, ვითარცა ელიაჲსი, რამეთუ ძალითა მით და სულითა ელიაჲსითა მოსრულ არს. ვითარცა იგი ქადაგად და წინამორბედად ჭეშმარიტად მეორედ მოსლვისა მომავალ არს, ეგრეთვე...