...ეიწყალნეს ნაშობნი მუცლისა მისისანი, დაღათუ ესენიცა დაივიწყნეს დედაკაცმან, გარნა მე არ დაგივიწყო შენ, - იტყჳს უფალი, -"** (). რაოდენი სიყვარულის სიტყვებია ესენი! და კვლავ: „მოიქეცით ჩემდა" (); და კიდევ სხვაგან: „მოიქეცით ჩემდამო და სცხოვნდეთ" (). ხოლო თუ ვინმე ქებათა წიგნიდანაც მოისურვებს სიტყვის გამორჩევას, მოისმენს — თუკი ამ სიტყვებს უფრო საიდუმლოდ გაიგებს — როგორ ესაუბრება ღმერთი თითოეულ მისთვის შესაფერის სულს: „შუენიერო ჩემო" (), „ტრედო ჩემო" ().
რა არის ამ სიტყვებზე უფრო ტკბილი? ხედავ ღმერთის საუბარს ადამიანებთან? და კიდევ, მითხარი: განა ვერ ხედავ, იმ ნეტარ ქალთა რამდენი შვილი გარდასულა და სამარეებში განისვენებს? რამდენმა...