...მჴეც-ყოფაჲ. არა აღმოგიკითხავსა წერილთა შინა: რომელთამე კაცთათჳს იტყჳს, ვითარმედ: „ანგელოზი არს უფლისაჲ, და სამართალი ბაგეთა მისთაგან იძიოს“; და კუალად იტყჳს: „აჰა ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა“, ; - ნათლისმცემელისა იოვანესთჳს არს სიტყუაჲ ესე. კუალად სხუათა კაცთათჳს თქუმულ არს: „გუელ და ნაშობ იქედნეთა“.
აწ უკუე ჴელმწიფებასა შინა კაცისასა არს ესე, და ძალ-უც გინა თუ მჴეც-ყოფაჲ, გინა თუ ანგელოზ-ყოფაჲ. და რად ვიტყჳ ანგელოზ? შვილ ღმრთისა ძალ-უც ყოფად, უკუეთუ ენებოს: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხარ-თო და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი“. და კუალად წერილ არს: „მისცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად“. - ვითარითამე სახი-თა? სიწმიდითა და შიშითა ღმრთისაჲთა და აღსრულებითა მცნებათა მის-თაჲთა და ყოვლითურთ მისგან განუშორებელობითა გონებისაჲთა. ამას ესევითარსა წესსა ეწოდების სათნოება, ამისი ჴელმწიფებაჲ ჩუენდა მოცემულ არს მოგებად, უკუეთუ გუენებოს, ესრეთ ვიქმნეთ ანგელოზ და შვილ ღმრთისა. დაღაცათუ არ...