...„მით, რამეთუ თქუენ თანაცა დაჴშულ იქმნენ კარნი და არა აღიხუნეთ მსხუერპლისსაცავად ჩემდა ძღუენი“** (); „აღმოსავალთაჲთგან მზისათაჲთ და ვიდრე დასავალთამდე სახელი ჩემი დიდებულ არს წარმართთა შორის და ყოველსა ადგილსა საკუმეველი მოერთუმის სახელსა ჩემსა და მსხუერპლი წმიდაჲ“ ().
2. ეკლესიის მსახურება და ღვთის ყველგანმყოფობა
ხედავ, როგორ შეზღუდა და შეაჩერა იუდეველთა წესები, ხოლო ეკლესიის ცხოვრება მთელ მსოფლიოში გაავრცელა და მსახურება წინასწარ გამოაცხადა? რადგან წინასწარმეტყველი, რომელიც ამას ამბობს, ბაბილონიდან დაბრუნების შემდგომი დროისაა; და სწორედ ამიტომ იწინასწარმეტყველა ეს მაშინ, რათა იუდეველებს არ ეთქვათ, რომ იმ დახშვაზე და ბაბილონში მომხდარ იმ გაპარტახებაზე ლაპარაკობს. რადგან მას შემდეგ, რაც ის ყველაფერი დასრულდა და ისინი წინანდელ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, ამას მალაქია ამბობს, რითაც ვესპასიანესა და ტიტეს დროს მომხდარ გაპარტახებას ცხადყოფს; მის შემდეგ კი იმ უდაბურებას აღარაფერი შეცვლის. რადგან მას ეკლესიის საქმეები ჩაენაცვლა....