...რადგან ღმერთი მომხდარს მაშინ კი არ იგებს, როცა იგი ხდება - როგორ იქნებოდა ასე, როცა ყოველივეს მათ არსებობამდე იცის? - არამედ ასე იმისთვის თქვა, რომ მათი ცოდვის უკიდურესი სიმძაფრე ეჩვენებინა.
5.
რადგან, როგორც სხვაგან ამბობს: „აღვიდა მათი ბოროტების ღაღადი ჩემამდე“ ()3, ამას ამბობს არა იმიტომ, თითქოს ღმერთს სადღაც შორს აყენებდეს და ცაში ამწყვდევდეს, არამედ ცოდვის სიდიდის საჩვენებლად; ასევე აქაც, როცა ამბობს „მიუთხრეს“, ბოროტების მეტისმეტობას აჩვენებს. რადგან უფრო მცირე ცოდვები შეიძლება დაფარულიც დარჩეს, ხოლო მეტისმეტი და დიდი ცოდვები ყველასთვის ცნობილი და ცხადია, თუნდაც არავინ იყოს მათი ბრალმდებელი და მამხილებელი. რადგან ისინი თვითონვე ამხელენ და ცხადად წარმოაჩენენ საკუთარ თავს. როცა წინასწარმეტყველს აქ ბოროტებათა სიდიდის ჩვენება სურს, ამბობს: „მიუთხრეს და გამოაჩინეს“ (), ანუ ისინი ბოროტებებს დიდი მეტისმეტობითა და დიდი კადნიერებით სჩადიოდნენ,...