მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 9:24

23. ამათ იტყჳს უფალი: ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნისა მიერ თჳსისა, და ნუ იქადინ ძლიერი ძლიერებისა მერ თჳსისა, და ნუ იქადინ მდიდარი სიმდიდრესა ზედა თჳსსა,24. არამედ ამას ზედა იქადოდენ მოქადული გულისხმის-ყოფასა და ცნობასა ჩემსა, რამეთუ მე ვარ უფალი მოქმედი წყალობისა და მსჯავრისა და სიმართლისაჲ ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამათ შინა არს ნება ჩემი, - იტყჳს უფალი.25. აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და მიხედვა-ვყო ყოველთა ზედა მეტკუეთილთა დაუცუეთელობისა მათისათა
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 9
24. არამედ ამას ზედა იქადოდენ მოქადული გულისხმის-ყოფასა და ცნობასა ჩემსა, რამეთუ მე ვარ უფალი მოქმედი წყალობისა და მსჯავრისა და სიმართლისაჲ ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამათ შინა არს ნება ჩემი, - იტყჳს უფალი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 130-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. თავმდაბლობა და უფალზე დამყარებული სასოება:

...). და კვლავ: „ნუ იქადინ მდიდარი სიმდიდრესა ზედა თჳსსა“ (), ნურც ბრძენი „სიბრძნისა მიერ თჳსისა“ (), არამედ „ამას ზედა იქადოდენ მოქადული გულისხმის-ყოფასა და ცნობასა ჩემსა“ (). მაშ, როდის არის ქადილი ბოროტი? როცა ამას ფარისეველივით ვაკეთებთ. და რატომ თქვა, ამბობს, პავლემ: „ვიქმენ უგუნურ სიქადულისათჳს. რამეთუ თქუენ მაიძულეთ მე“ ()? იმიტომ, რომ იგი თავისი ცხოვრებისა და მოქალაქობის წარმატებებს ჰყვებოდა, რომელთა გამოტანა საჭირო არ იყო, თუ აუცილებლობა არ არსებობდა.

სხვაგან კი ამბობს: „ხოლო უკუეთუ მინდეს სიქადულის, არა ვიყო უგუნურ, რამეთუ ჭეშმარიტი ვთქუა“ (). ამგვარად, ვინც ჭეშმარიტს ამბობს, როცა ამას დრო მოითხოვს, უგუნური არ არის....

სრულად ნახვა