მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 9:1

1. ვინ მოსცეს თავსა ჩემსა წყალი და თუალთა ჩემთა წყაროჲ ცრემლთაჲ? და ვსტიროდი ერსა ამას ჩემსა დღე და ღამე მოწყლულთა ასულისა ერისა ჩემისათა.2. ვინ მომცეს მე უდაბნოს შინა სადგური უკანასკნელი? და დაუტევო ერი ჩემი და წარვიდე მისგან, რამეთუ ყოველნი იმრუშებენ კრებულნი შეურაცხმყოფელთანი.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 9
1. ვინ მოსცეს თავსა ჩემსა წყალი და თუალთა ჩემთა წყაროჲ ცრემლთაჲ? და ვსტიროდი ერსა ამას ჩემსა დღე და ღამე მოწყლულთა ასულისა ერისა ჩემისათა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. წერილის კითხვის სულიერი სარგებელი:

...ი ასეთ თანალმობას იჩენდა. ასე, მოისმენს, რომ ესაია ამბობს: «ამისთჳს ვთქუ: ფლობილ-მყავთ მე, მწარედ ვიტირო. ნუ განსძლიერდებით ნუგეშინის-ცემად ჩემდა, შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა» (); იერემია: «ვინ მოსცეს თავსა ჩემსა წყალი და თუალთა ჩემთა წყაროჲ ცრემლთაჲ?» (); ეზეკიელი: «ვაჲ მე, ადონაჲ უფალო, აღჰჴოც შენ ნეშტთა ისრაჱლისათა» (); რომ დანიელი ტირის და ამბობს: არარაობამდე დაგვიყვანეს ყველა ხალხში; ამოსი: «შეინანე, უფალო, ამას ზედა» (); ამბაკუმი: «რაჲსათჳს მიჩუენენ მე ტკივილნი და შრომანი», და სხვა ადგილას: «და ჰყოფ კაცთა, ვითარცა თევზთა ზღჳსათა» (); მოისმენს ასევე, რომ უნეტარესი მოსეც ამბობს: «უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნსა მისგან, რომელსა დამწერე» (); იგივე, როცა ღმერთმა აღუთქვა, მრავალრიცხოვანი ხალხის ბელადად გახდომა და უთხრა: «და აწ მიტევე მე... და აღვჴოცნე იგინი და გყო შენ ნათესავად დიდად» (), არც ამას დაეთანხმა, არამედ ისურვა ებრაელთა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲდ შურისათჳს და ანგაჰრებისა:

...არცა ყო ქრისტემან, რაჟამს ფრიადი ასწავა იერუსალჱმელთა, და ვითარცა არას ისმენდეს, მაშინ ცრემლოოდა მათთჳს, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელნიცა იქმოდეს, და ეგრეთვე ჩუენცა ვიქმთ აწ, რამეთუ ჟამი გოდებისა და ტირილისაჲ არს. კეთილ არს აწცა თქუმად, ვითარმედ: „მოუწოდეთ მტირალთა და ბრძენთა მიმართ წარავლინეთ, და იტყოდიან“, ნუუკუე ესრეთ შეუძლოთ განკურნებად სენსა მას ბრწყინვალეთა ტაძართა მაშენებელთასა, რომელნი მოიგებენ აგარაკთა ტაცებით.

კეთილ არს მათთჳს გლოვაჲ, არამედ შემეწიენით ჩუენ თქუენცა, რომელნი მათ მიერ ვნებულნი ხართ, იგლოვდით, დასთხიენით ცრემლნი, არამედ რაჟამს იგლოვდეთ, მათთჳს იგლოვდით, რამეთუ არა თქუენდა უვნიეს, არამედ თჳსთა თავთადა, რამეთუ თქუენ უკუეთუ მადლობით შეიწყნაროთ მათმიერი ჭირვებაჲ, მოიგოთ სასუფეველი ცათაჲ, ხოლო მათ - გეჰენიაჲ ცეცხლისაჲ. ვიგლოვდეთ მათთჳს წერილთაგან გლოვი-თა მით, რომლითა იგლოვდეს წმიდანი. ვიგლოვოთ ესაიაჲს თანა და ვთქუათ: „ვაჲ მათა, რომელნი შეაერთებენ სახლსა სახლთა და მიაახლებენ აგარაკსა აგარაკსა თანა, რაჲთამცა მოყუსისაჲ მოიტაცეს რაჲ. ნუ დაემკჳდრებით მხოლონი ქუეყანასა ზედა, ტაძარნი დიდნი და შუენიერნი, და არა იყვნენ მკჳდრნი მათ შინა“. (ესაია 5, 8-9) ვიგლოვოთ ნაუმს თანა და ვთქუათ: ვაჲ მისა, რომელმან აღაშე...

სრულად ნახვა