წინასწარმეტყველება იერემიასი 50:29
28. ჴმაჲ მეოტთაჲ და განრინებულთაჲ ქუეყანისაგან ბაბილონისა მითხრობად შორის სიონსა. შურისძიებაჲ უფლისა მიერ ღმრთისა ჩუენისა, შურისძიებაჲ ტაძრისა მისისა.29. და მოწმება ყავთ ბაბილონსა ზედა მრავალთა, ყოვლით კერძო გარდამცემელთა მშჳლდისათა მოადეგით მას ზედა გარემოს. ნუ იყოფინ მისსა განრინებული. მიაგეთ მას საქმეთაებრ მისთა. ყოველთაებრ რავდენნი ყუნა, უყავთ მას, რამეთუ უფლისა მიმართ წინაგენეწყო წმიდისა ისრაჱლისა.30. ამისთჳს დაეცნენ ჭაბუკნი მისნი უბანთა მისთა ზედა და ყოველნი მამაკაცნი მბრძოლნი მისნი განერნენ, - თქუა უფალმან.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 50