წინასწარმეტყველება იერემიასი 50:10
9. რამეთუ, აჰა, მე აღვადგენ და აღმოვიყვანებ ბაბილონსა ზედა შესაკრებელსა, ნათესავთა დიდთასა ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა და წყობა-ყონ მის შორის. მუნით მოესრულოს, ვითარცა სატყორცი მბრძოლისა გულისჴმიერისაჲ, ისარნი მისნი არა მოიქცენ ცუდად.10. და იყოს ქალდეაჲ საიავროდ, ყოველნი მეიავრენი მისნი განძღენ, - იტყჳს უფალი, - რამეთუ იშუებთ და იქადით დამტაცებელნი სამკჳდრებელისა ჩემისანი.11. და მით, რამეთუ სტრიობდით ვითარცა ზროხანი მწუანებსა შორის, და ურქენდით, ვითარცა კურონი.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 50