წინასწარმეტყველება იერემიასი 44:8
7. და აწ ესრეთ თქუა უფალმან საბაოთისამან, ღმერთმან ისრაჱლისმან: რაჲსათჳს თქუენ იქმთ ბოროტთა დიდთა სულთა ზედა თქუენთა? მოკუეთად თქუენი მამაცი და დიაცი, ჩჩჳლი და მწოარი შორისისაგან იუდაჲსასა არდატევებისათჳს თქუენგანსა არცა ერთსა,8. განმწარებისათჳს ჩემისა საქმეთა მიერ ჴელთა თქვენთაჲსა, კუმევითა ღმერთთა სხუათათა ქუეყანასა ეგჳპტისასა, სადა შეხუედით მსხემობად მუნ, რაჲთა აღმოიჭრნეთ და რაჲთა იქმნეთ საწყევარად და საყუედრელად წარმართთა შორის9. არდავიწყებითა თქვენგან ძჳრთა მამათა თქუენთასა, და ძჳრთა თქუენთა, და ძჳრთა მეფეთა იუდაჲსათასა, და ძჳრთა ცოლთა მათთასა და ძჳრთა ცოლთა თქუენთასა, რომელნი ქმნეს ქუეყანასა შინა იუდაჲსასა და გარეშე იერუსალჱმისა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 44