წინასწარმეტყველება იერემიასი 44:12
11. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე დავამტკიცებ პირსა ჩემსა თქუენ ზედა ბოროტთათჳს მოსრულება ყოვლისა იუდაჲსასა.12. და მიიხუნენ დანაშთომნი იუდაჲსნი დამსხმელნი პირთა მათთანი შესლვად ქუეყანად ეგჳპტისა მსხემობად მუნ, წარწყმედისათჳს ყოველთა ნაშობთა იუდაჲსათა ეგჳპტესშინათა. და დაეცნენ მახჳლისა მიერ და სიყმილისა, და მოაკლდენ კნინითგან ვიდრე დიდადმდე, და მახჳლითა და სიყმილითა მოკუდენ, და იყუნენ საფიცად და წარსაწყმედელად, დასაწყევარად და საყუედრელად.13. და ზედმივიხილო მსხდომარეთა ზედა ეგჳპტეს შინა, ვითარცა ზედმივიხილე იერუსალჱმსა ზედა მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 44