წინასწარმეტყველება იერემიასი 40:9
8. და მოვიდეს გოდოლიაჲს მომართ მასსიფად: ისმაილ, ძე ნათანისი, და იონან, და იონათან, ძე კარიესი, და სარეა, ძე თანაემითისი და ძენი ოფითისნი ნეტოფათისისანი, და იეზონია, ძე მაქაათისი, იგინი და მამაკაცნი მათნი.9. და ეფუცა მათ გოდოლია, ძე აქიკამისი, ძისა საფანისი, და მამაკაცთა მათთა მეტყუელი: ნუ გეშინინყე პირისაგან ყრმათა ქალდეველთაჲსა, დაეშენენით ქუეყანასა ზედა, და უქმოდეთ მეფესა ბაბილონისასა. და უმჯობეს იყოს თქუენდა.10. და აჰა, მე ვზი მასიფას შინა დგომად წინა პირსა ქალდეველთასა, რომელნი მო-თუ-ვიდენ თქუენ ზედა, და თქუენ შეიკრიბეთ ღჳნოჲ და ხილი და შეკრიბეთ ზეთი ჭურჭელთა თქუენთა და დაეშენენით ქალაქთა თქუენთა, რომელნი შენ დაგეპყრნეს.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 40