წინასწარმეტყველება იერემიასი 40:8
7. და ისმინეს ყოველთა მთავართა ძალისა ველისაშინაჲსათა მათ და ძალთა მათთა, ვითარმედ დაადგინა მეფემან ბაბილონისამან გოდოლია, ძე აქიკამისი, ქუეყანასა ზედა, და ვითარმედ შევედრა მას მამები და დედები მათი და ერი მრავალი. და გლახაკთაგან ქუეყანისათა, რომელნი არ განასახლნა ბაბილონდ.8. და მოვიდეს გოდოლიაჲს მომართ მასსიფად: ისმაილ, ძე ნათანისი, და იონან, და იონათან, ძე კარიესი, და სარეა, ძე თანაემითისი და ძენი ოფითისნი ნეტოფათისისანი, და იეზონია, ძე მაქაათისი, იგინი და მამაკაცნი მათნი.9. და ეფუცა მათ გოდოლია, ძე აქიკამისი, ძისა საფანისი, და მამაკაცთა მათთა მეტყუელი: ნუ გეშინინყე პირისაგან ყრმათა ქალდეველთაჲსა, დაეშენენით ქუეყანასა ზედა, და უქმოდეთ მეფესა ბაბილონისასა. და უმჯობეს იყოს თქუენდა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 40