წინასწარმეტყველება იერემიასი 40:7
6. და მოვიდა იერემია გოდოლიას მიმართ, ძისა აქიკამისა, მასიფად, და დაჯდა მის თანა საშუალ ერისა დაშთომილისა ქუეყანასა მას.7. და ისმინეს ყოველთა მთავართა ძალისა ველისაშინაჲსათა მათ და ძალთა მათთა, ვითარმედ დაადგინა მეფემან ბაბილონისამან გოდოლია, ძე აქიკამისი, ქუეყანასა ზედა, და ვითარმედ შევედრა მას მამები და დედები მათი და ერი მრავალი. და გლახაკთაგან ქუეყანისათა, რომელნი არ განასახლნა ბაბილონდ.8. და მოვიდეს გოდოლიაჲს მომართ მასსიფად: ისმაილ, ძე ნათანისი, და იონან, და იონათან, ძე კარიესი, და სარეა, ძე თანაემითისი და ძენი ოფითისნი ნეტოფათისისანი, და იეზონია, ძე მაქაათისი, იგინი და მამაკაცნი მათნი.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 40