მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 4:22

21. ვიდრემდის ვხედვიდე მტოლვარეთა, მესმის ჴმაჲ საყჳრთა.22. მით, რამეთუ წინამძღუართა ერისა ჩემისათა მე არა მიცოდეს; ძენი უცნობონი არიან და არა გულისხმის-მყოფელნი. ბრძენ არიან ბოროტისა ყოფად, ხოლო კეთილისა ქმნასა ვერ შეემეცნნეს.23. მე ვიხილე ქუეყანასა ზედა და, აჰა, არარაჲ და ცად მიმართ და არა იყვნეს ნათელნი მისნი.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 4
22. მით, რამეთუ წინამძღუართა ერისა ჩემისათა მე არა მიცოდეს; ძენი უცნობონი არიან და არა გულისხმის-მყოფელნი. ბრძენ არიან ბოროტისა ყოფად, ხოლო კეთილისა ქმნასა ვერ შეემეცნნეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 110-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7. წმიდა სახელი და სიბრძნის დასაბამი:

...ალმ 110:10), ანუ მათთვის, ვინც სიბრძნეს აღასრულებს და საქმეებით აჩვენებს მას, კეთილი გულისხმისყოფაა. „კეთილი გულისხმისყოფაო“, თქვა, რადგან არსებობს ბოროტი გულისხმისყოფაც, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „ბრძენ არიან ბოროტისა ყოფად, ხოლო კეთილისა ქმნასა ვერ შეემეცნნეს“ (). მაგრამ იგი სათნოებაზე დამყარებულ გულისხმისყოფას ეძებს.

„და ქებაჲ მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე“ (). რომელი ქება? მითხარი. მადლიერება, დიდებისმეტყველება, საქმეების მიერ უკვდავად ქცეული ქება, და ამაზე უწინ თვით ის ქება, რომელიც მის არსებასთან არის თანაშერთული. რადგან ღმერთი უკვდავია და თავისთავადაც დიდად ქების ღირსია; ქების ღირსია მაშინაც, როცა მის დიდებულებასა და ყოველივე სხვას გაიაზრებ; ქების ღირსია საქმეების მიერაც, როცა ხილულთა საშუალებით მის სიბრძნეს დაინახავ. ამას კი იმიტომ ამბობს, რომ მადლიერებისკენ მოგვიწოდოს და აჩვენოს: არავითარი შენდობის, თვ...

სრულად ნახვა