მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 4:14

13. აჰა, ესერა, ღრუბელი აღმოჴდეს და, ეითარცა ნიავქარი, საჭურველნი მათნი, უსუბუქესნი არწივთასა ცხენნი მათნი, ვაებანი ჩუენ, რამეთუ ვსაარებლებთ.14. განბანე უკეთურებისაგან გული შენი, იერუსალიმ, რაჲთა სცხოვნდე, ვიდრემდის არიან შენ შორის გულისსიტყვანი ტკივილად შენდა?15. მით, რამეთუ ჴმაჲ მიმთხრობელისა დანით მოიწია, და სასმენელ იქმნეს ტკივილი მთით ეფრემისით.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 4
14. განბანე უკეთურებისაგან გული შენი, იერუსალიმ, რაჲთა სცხოვნდე, ვიდრემდის არიან შენ შორის გულისსიტყვანი ტკივილად შენდა?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოგ მოწყალებისათჳს და არამიხუეჭისა:

...ჴელითა უბანელითა ლოცვაჲ უწესოება არს, არა უფროჲსად შეგინებულითა სულითა ბოროტ არსა ლოცვაჲ? ამისთჳს ჰურიანიცა შექცეულ იყვნეს ბოროტთა საქმეთა და წყლითა დაბანასა ჴელთასა მოსწრაფე იყვნეს. ამისთჳს ეტყჳს მათ წერილი, ვითარმედ: „განიბანე უკე-თურებისაგან სული შენი. ვიდრემდის იყვნენ შენ თანა გულისსიტყუანი ბილწნი?“

განვიბანოთ უკუე ნუ მწჳრითა, არამედ წყლითა მოწყალებისაჲთა და ნუ ანგაჰრებითა. პირველად განეყენე მოხუეჭასა და ტაცებასა და მერმე ქმენ მოწყალებაჲ. „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი“, დააყენენ ჴელნი მოხუეჭისაგან და ესრეთ წარჰმართენ იგინი მოწყალებად. უკუეთუ მითვე ჴელითა, რომლითა ვსძარცუვიდეთ, სხუათა და სხუათა შევჰმოსდეთ, საძაგელ არს ესე წინაშე უფლისა. რამეთუ კაენისთჳსცა უმჯობეს იყო, უკუეთუმცა არა შეეწირა, ხოლო უკუეთუ რომელმანიგი უდარჱსი შეწირა, განარისხა, რომელი სხჳსასა შესწირვიდეს, არა ფრიად განარისხოსა? რამეთუ გრქუას შენ, ვითარმედ: მე არა მოტაცებაჲ გასწავე, და შენ მოტაცებულისა მიერ პატივ-მცემა? „ჰგონებ სამე, უშჯულოო, ვითარმედ მეცა შენვე გემსგავსო? აწ გამხილნე და წარმოგიდგინნე წინაშე პირსა შენსა ცოდვანი შენნი“.

გარნა ნუ იყოფინ ს...

სრულად ნახვა